ბოსნია-ჰერცეგოვინის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა ქვეყანაში „მიგრანტების კონტრაბანდის“ – მიგრანტების ქვეყანაში უკანონოდ შეყვანის/შეპარების – ბრალდებით.
რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, ისინი დააკავეს 15 ივლისს, ქვეყნის დასავლეთში, ხორვატიის საზღვართან.




































































