“ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს, ეს რა ვნახე, ღმერთო”, _ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “პირველი ამბები” ავრცელებს.
ამავე თემაზე დაწერა ტვ პირველმა.
სროლა ვერაზე – “პირველების” ინფორმაციით ცეცხლი შანიძისა და ხორავას ქუჩების მიმდებარედ ახალგაზრდებს გაუხსნეს.
არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად 3 ადამიანია დაჭრილი.
ერთ-ერთი დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. _ წერს მაუწყებლობა.





































































