“17 წლის მოზარდი, რომელსაც გაბლატავებულმა ღორმა ესროლა გარდაიცვალა.
მის ტელეფონზე შესულ ზარს ექიმები ვერ პასუხობენ. არ იციან რა უნდა უთხრან.
ტროლები შემომესევიან ეხლა და იტყვიან ყველგან ხდება მკვლელობაო.
ყველამ რომ თქვენს 17 წლის შვილებთან რეკვა და მოკითხვა დაიწყეთ, ეს გგონიათ მშვიდობა?
ან, იმ ერთ დედას, ტელეფონზე რომ ვერ პასუხობენ ეს გგონიათ მშვიდობა?
ღმერთო!! დედამისი ახლა!! ღმერთო 17 წლის იყო! ხმაურის და სიცილის გამო ესროლესო! დაუჯერებელია.
ღმერთო მეორე გადაარჩინე!” _ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია.
ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, წუხელ, ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის 1 ქალია, ორი კი 17 და 18 წლის ბიჭები. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.


































































