ორწლიანი კარმული გამოცდების შემდეგ, ზოდიაქოს ორ ნიშანს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები ელოდება. ხანგრძლივი, სტრესითა და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი დასასრულს უახლოვდება, რაც ამ ნიშნებს, როგორც იქნა, ამოსუნთქვისა და სიმშვიდის შესაძლებლობას მისცემს. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობას “ბომონდი” ასტროლოგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასტროლოგების შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა აგვისტოს თვე, სადაც მომხდარმა ორმა მძლავრმა დაბნელებამ მიმდინარე პროცესები კულმინაციამდე მიიყვანა. თუმცა, სწორედ ამ მოვლენებმა დაუსვა საბოლოო წერტილი ხანგრძლივ კარმულ ციკლებს.
სექტემბრიდან ვითარება ეტაპობრივად გაუმჯობესდება, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ აღნიშნულ ორ ნიშანზე აისახება.
კურო
2024 წლიდან სერიოზული ტრანსფორმაციის ეტაპს გადიხართ. ამ პერიოდში არაერთი ეჭვი გაწუხებდათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. სამომავლო გეგმების წინასწარ გაწერა თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ბოლო წლებში თქვენი სამოქმედო მიმართულება ხშირად ბუნდოვანი იყო.
სექტემბერში ბევრ საკითხს საბოლოოდ მოეფინება ნათელი. მნიშვნელოვანია, ბოლო წლების სირთულეებს თქვენი მოტივაცია არ შესწიროთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეიტანოთ.
10 სექტემბერს ვენერა მორიელის ნიშანში გადავა, რაც თქვენს რომანტიკულ ცხოვრებაში მეტ ვნებასა და სულიერი სიახლოვის შესაძლებლობას შემოიტანს. იმავე დღეს ურანი ტყუპების ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, რაც ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვისა და მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ.
მორიელი
უსასრულო გამოცდებისა და კარმული გაკვეთილების პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე 2024 წლიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა, დასასრულს უახლოვდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში დაბრკოლებებს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებოდით – პირადი ურთიერთობებიდან დაწყებული, კარიერით დამთავრებული.
სექტემბრიდან ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და ბევრი საკითხი უფრო მარტივად დალაგდება. 10 სექტემბერს ვენერა თქვენს ნიშანში გადავა, რაც ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება იქცეს.
მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფინანსურ საკითხებში. განსაკუთრებით შესამჩნევი, შესაძლოა, სწორედ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გახდეს – პერიოდი, რომელიც ბოლო წლებში უამრავ გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული, თანდათან დასრულდება.
წყარო: ბომონდი


































































