რუსულმა ბიზნესმა და ოლიგარქებმა უნდა იგრძნონ, რომ სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, მსოფლიოში მშვიდი ცხოვრებისთვის ადგილი არ დარჩებათ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
“რუსულმა ბიზნესმა, რომელიც გადასახადებს ომის ბიუჯეტში იხდის, და რუსმა ოლიგარქებმა, რომელთა გარეშეც პუტინის სისტემის წარმოდგენა შეუძლებელია, უნდა იგრძნონ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც ისინი მშვიდად და წყნარად ცხოვრებას შეძლებენ მანამ, სანამ ეს ომი გრძელდება.
ომის პირველივე დღიდან ჩვენი პარტნიორების სანქციების რეჟიმები იმისთვის შეიქმნა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ვერ შეეძლოს ლოიალური ბიზნესმენებისთვის იმის დაპირება, რომ ისინი ომის შედეგებს ვერ იგრძნობენ. სანქციებმა ისე უნდა განაგრძოს მოქმედება, რომ რუსული ბიზნესის მხრიდან რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ გაჩნდეს მკაფიო მოთხოვნა — დასრულდეს ომი და რუსეთის მეზობლებისა თუ ევროპისადმი სიძულვილის პოლიტიკა.
როდესაც უკრაინის ეკონომიკა რუსეთისთვის უბრალოდ სამიზნეს წარმოადგენს, ეს ნამდვილად არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს. როდესაც რუსეთი ყოველ ევროსა და დოლარს ომის გასახანგრძლივებლად იყენებს, როგორც ამორალური, ისე თვითმკვლელობის ტოლია რუსულ ბიზნესს მიეცეს შესაძლებლობა, იცხოვროს ისე, რომ ომის შედეგები ვერ იგრძნოს”,_ წერს ზელენსკი.
Russian businesses that pay taxes into the war budget, and Russian oligarchs without whom Putin’s system is impossible to imagine, must feel that there is no place in the world where they can live in peace and quiet for as long as this war continues.
From day one of the war, our… pic.twitter.com/F9tOKM7eib
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 12, 2026
































































