https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აგვისტოს ომის წლისთავი და მორიგი პოლიტიკური დაპირისპირება

17:07; 12.08.2026
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი შესრულდა. ეს ტრაგიკული და ამავდროულად გმირული თარიღი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში დაღუპული მებრძოლების პატივისმიგებითა და სულის მოსახსენიებელი პარაკლისებით აღინიშნა. თუმცა, ოფიციალური ცერემონიალების პარალელურად, ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას ომის ვეტერანთა და გმირების ოჯახთა მხარდაჭერის საკითხი, ხოლო თბილისსა და საზღვარგარეთ ომის დაწყების თარიღსა და პასუხისმგებლობაზე მორიგი პოლიტიკური დაპირისპირება გაჩაღდა.

ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მხარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გურული მებრძოლების საფლავები და მემორიალები ყვავილებით შეამკეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერმა პაატა კუნჭულიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირების _ თეიმურაზ ჭიტაძის, თამაზ ნიკიტინისა და ზაურ თენიეშვილის ხსოვნას. მათ ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.

“მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მათი თავდადება და გმირობა სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, _ აღნიშნა პაატა კუნჭულიამ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ჩოხატაურელი გმირების _ მერაბ ახობაძის, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილისა და მურთაზ ირემაძის საფლავები. წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მათ ყვავილებით შეამკეს გმირების _ ემზარ წილოსანის, რუსლან წულაძის, ვასილ სმირნოვისა და გიორგი ლომაძის საფლავები. აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაღუპული გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

“2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ვიხსენებთ ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას, თავისუფლებას და ღირსებას შესწირეს. არასოდეს დავივიწყებთ მათ სახელებს. ქედს ვიხრით დაღუპულთა ხსოვნის წინაშე”, _ თქვა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

ოფიციალური ცერემონიალებისა და საფლავების ყვავილებით შემკობის მიღმა, თუ რამდენად საკმარისად ზრუნავს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ომის ვეტერანებსა და დაღუპული გმირების ოჯახებზე, ამის შესახებ პარტია “ახალის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერი, ბაჩო ახალაძე გვესაუბრა:

“ოფიციალური ცერემონიები, გვირგვინები და საფლავებზე ყვავილების მიტანა პატივისცემის გამოხატულებაა, მაგრამ ვეტერანისა და დაღუპული გმირის ოჯახის მხარდაჭერა მხოლოდ სამახსოვრო თარიღებზე გამოჩენით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

განსაკუთრებით გურიაში, სადაც არაერთი ვეტერანისა და გმირის ოჯახი დღესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების წინაშე დგას, სახელმწიფოსგან გაცილებით მეტი გვჭირდება, ვიდრე სიტყვები და ცერემონიები. ოჯახებს სჭირდებათ რეალური, ხელშესახები ფინანსური მხარდაჭერა, ღირსეული სოციალური დახმარება, ჯანმრთელობისა და მედიკამენტების ხარჯების დაფინანსება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები ოჯახის წევრებისთვის.

გმირის ოჯახს მხოლოდ მაშინ არ უნდა ვახსენდებოდეთ, როცა კამერებია ჩართული და გვირგვინია მისატანი. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იგრძნობოდეს, იმ დროს, როცა ოჯახს კომუნალური გადასახადის, მკურნალობის, სწავლის ან ელემენტარული საარსებო ხარჯის დაფარვა უჭირს. ყვავილი საფლავზე პატივისცემაა, მაგრამ ცოცხალი ოჯახის ფინანსური და სოციალური მხარდაჭერა _ სახელმწიფოს ვალდებულება”, _ ამბობს ახალაძე.

ცნობისთვის: საქართველოში ვეტერანები სარგებლობენ სახელმწიფო სოციალური დახმარებებით, ყოველთვიური საკომპენსაციო თანხებით, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებითა და სხვადასხვა შეღავათით. გარდა ამისა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაფინანსებით, ვეტერანებსა და დაღუპულთა ოჯახებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან (8 აგვისტო, 27 სექტემბერი, 9 მაისი) დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარება ერიცხებათ.

სანამ რეგიონებში დაღუპულ მებრძოლებს იხსენებდნენ, თბილისში მორიგი მწვავე პოლიტიკური სკანდალი აგორდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ომი 8 აგვისტოს რუსეთის ჯარის შემოყვანით დაიწყო, თუმცა მანამდე “სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალი დაბომბა”:

“რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება გამოეხმაურა. მათი მტკიცებით, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ, რის გამოც პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს უნდა დაეკისროს:

“სააკაშვილს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ჰქონდა მანდატი, ემოქმედა საქართველოს სახელმწიფოს სახელით. ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტს. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, თავი დაანებოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებს”, _ აღნიშნულია ოკუპირებული რეჟიმის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის რიტორიკას სოციალურ ქსელში მკაცრად უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:

“ყოველი წლის 8 აგვისტოს (ეს რუსების თარიღია, ომი სინამდვილეში ბევრად ადრე დაიწყო) რუსეთზე საქართველოს გამხარებელ მოღალატეთა მახინჯი ბანდა გვიტარებს ღალატის და ერის და გმირების შეურაცხყოფის რიტუალს მუხათგვერდში. ყოველ ჯერზე, მათი იქ მისვლა და თავისი ბინძური ფეხებით გმირების საფლავის ატალახიანება გვახსენებს, რომ კიდევ ერთი წელი მოვითმინეთ მოღალატე ყაჩაღთა პარპაში. ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ”.

პარალელურად, ფრაქცია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა:

“ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება. გამოძიება ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსნის მიმართ უნდა დაიწყოს, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს”, _ აღნიშნა ფილფანმა.

ამავდროულად, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის სკანდალურ განცხადებაზეც, რომელმაც იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს “ტყვეები არ გვყავდა, რადგან ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ _ ჩვენები ხვრეტდნენ”.

“მათ ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან ცოტა ხანში ამას არც ბოდიში და არც ეს პოლიტიკური შურისძიების გამოძიებაც არ უშველის. ამ ყველაფრით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები ზიანდება და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე აზიანებს”, _ განაცხადა ვიკა ფილფანმა.

“ლელო _ ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს:

“როდესაც კობახიძე, ივანიშვილი თუ სხვა ადანაშაულებენ 2008 წლის ხელისუფლებას ომის დაწყებაში და იმეორებს რუსულ ნარატივს, თითქოს რუსეთს “მშვიდობის იძულების ოპერაციის” ჩატარება მოუწია, ამით ლეგიტიმურობას უქმნიან მომავალში რუსეთის პრეტენზიას, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება აუცილებელი ნაბიჯი იყო. ეს პირდაპირ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.

ფაქტობრივად, დღეს მხოლოდ ორი ხმა ისმის, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომში ადანაშაულებს _ ეს არის პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის ხმა”, _ ამბობს სამადაშვილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

8 აგვისტო
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში

13:56; 6 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ახალი თანამშრომლები არ დანიშნულან” _ ჩოხატაურის მერია

12:45; 4 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ექსპრემიერის წერილი და გამოკითხვები: ვინ რას ამბობს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე

21:11; 3 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობის ახალი ინიციატივა: არასრულწლოვნებისთვის ე.წ. სქროლზე დგომა დარეგულირდება

10:04; 3 სექტემბერი, 2026

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

ყველა სიახლე

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო