საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რითაც დეპუტატი რუსთაველის დღის აღნიშვნას ეხმიანება.
“ოი, უცნაურობავ… რუსთაველის 850 წლის იუბილე არ ჩატარდა თავის დროზე… იმის მიუხედავადაც, რომ იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. საქართველოში ამ მსოფლიო მნიშვნელობის პოეტის იუბილეც არ ჩატარდა… ახლა, უცებ გაგვახსენდა რუსთაველი და ერთად შევყარეთ რუსთაველი და 26 მაისი და არ გვესმის რომ ამითი ერთსა და მეორესაც ვუკარგავთ მნიშვნელობას და ვკლავთ ჩვენ ეროვნულ იდეოლოგის ორ უმნიშვნელოვანეს საყრდნეს!” _ წერს ზურაბიშვილი.