უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მომატება ნავარაუდევი არ არის, პირიქით — ცხელი დღეების შემდეგ ტემპერატურა დაიკლებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი პროგნოზით, 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან კი შესაძლოა ძლიერი ნალექიც დაფიქსირდეს.
გვაზავა აღნიშნავს, რომ არასტაბილური ამინდი მთელ საქართველოს შეეხება და ელჭექის დროს მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.





































































