მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში შენარჩუნდება უნალექო ამინდი.
ამინდს კვლავ ანტიციკლონი განსაზღვრავს და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე, რომლისთვისაც წლის ამ პერიოდში დამახასიათებელია – ღამით დაბალი, დღისით კი შედარებით თბილი ტემპერატურული ფონი. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.