მასწავლებელთა შვებულების საკითხი ყოველთვის აქტუალურია. მოქმედი კანონმდებლობით მათ აქვთ 40-დღიანი შვებულება ზაფხულში, თუმცა საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა გარკვეული დღეების გამოყენება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას? – აღნიშნულ კითხვას მენტორ-ადვოკატი გია აბაშიძე განმარტავს.
ადვოკატის განმარტებით, „დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება აქვს არდადეგების დროს. მხარეთა შეთანხმებით, ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა შესაძლებელია სასწავლო პროცესის პერიოდში. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება
შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება“.
რაც შეეხება საშვებულებო ანაზღაურებას, ის განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან. „თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით“, – განმარტა etaloni.ge_სთან გია აბაშიძემ.