ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები ირანის რეჟიმის სამიზნეებზე „თეირანის შუაგულში“ საჰაერო დარტყმების ახალ ტალღას ახორციელებენ, _ ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა.
ამავდროულად, ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იტყობინება, რომ ირანის დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში აფეთქებების ხმა ისმის.



































































