საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალავაძე 11 წლის მარიამ გობრონიძის გარდაცვალებას ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 11 წლის მარიამ გობრონიძის გარდაცვალების გამო, რომელიც 4 იანვარს კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. შემძრა იმის გააზრებამ, რომ მხიარული, სიკეთით სავსე გოგონა ჩვენთან აღარ არის. ვუსამძიმრებ მის მშობლებსა და ახლობლებს”, _ აღნიშნულია თალაკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდში მცხოვრები 11 წლის მარიამ გობრონიძე გუშინ, თბილისი-ხაშურის ავტომაგისტრალზე (კასპის მონაკვეთი) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც გვითხრეს, მარიამი კასპში, ბებიასთან იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, იგი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე მარიამს.
მარიამ გობრონიძე ოზურგეთის 2006-10 წლების მოწვევის საკრებულოს დეპუტატისა და ამჟამად ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების” თანამშრომლის გელა გობრონიძის შვილიშვილია.
მარიამი მშობლების ერთადერთი შვილი იყო.