https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არის თუ არა საქართველოში შექმნილი ფორს-მაჟორი? – „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლებრივი შეფასება

14:03; 16.03.2020
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გეგმის კვალდაკვალ, საქართველოში კომერციული ბანკების მხრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების გარკვეული სეგმენტის მიმართ დაწესებული საშეღავათო პერიოდის დაწესებასთან დაკავშირებით, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებების და შეზღუდვების მხედველობაში მიღებით, საკითხზე: გვაქვს თუ არა სამართლებრივი ფორს-მაჟორი, სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, ნიკა გოგბერაშვილის განმარტებით, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მისი გამოწვევებისა და შედეგების გათვალისწინებით, ფორს-მაჟორი არ არსებობს, რომლის არსებობისთვის, საჭიროა კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული აქტი ფორს-მაჟორის თაობაზე. პრობლემას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის არარსებობა, საკითხის მიმართ ეროვნული დონის სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნები, ფორს-მაჟორული გარემოებების შეფასება მხოლოდ ხელშეკრულების მხარეთა  ნების საფუძველზე, რაც, სამართლებრივი დავის პირობებში, დადასტურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ამყოფებს მომჩივან მხარეს.

ნიკა გოგბერაშვილი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი:

– ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში დღის წესრიგში დგება ფორს-მაჟორის სამართლებრივი რეჟიმის ამოქმედების საკითხი. საბანკო სექტორის მხრიდან აქტიურად ხორციელდება კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს სესხების გადახდა გარკვეული ვადით გადაუვადდათ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ითვლება ხელშეკრულების დარღვევად. იმისათის, რომ დასმულ შეკითხვას პასუხი გაეცეს, უნდა განიმარტოს ტერმინ „ფორს-მაჟორის“ სამართლებრივი მნიშვნელობა.

ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა (ემბარგო) და სხვა.

აღნიშნული ინსტიტუტი, ერთგვარ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს იმ ხელშემკვრელი მხარისთვის, რომელიც გარემო პირობებიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკურლბით ნაკისრი ვალდებულება. სწორედ მისი მოქმდების პირობებში, მხარე თავისუფლდება ხელშეკრულების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობისაგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება არ უნდა შესრულდეს.

ფორს-მაჟორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ტერმინის განმარტების არარსებობა. ფორს-მაჟორის ცნების განსაზღვრა, მთლიანად მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი.

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხია ფარდობითობა, რაც ფორს-მაჟორს ახასიათებს. ერთი და იგივე გარემოება, ერთ შემთხვევაში, შეიძლება ფორს-მაჟორად იქნეს მიჩნეული, ხოლო მეორე შემთხვევაში – ჩვეულებრივ მოვლენად იქნეს განხილული.

პრობლემატურია, აგრეთვე, ხელშეკრულების ბუნდოვანი დათქმები. ფორს-მაჟორი, იმ სამართლებრივ ინსტიტუტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში არსებული დათქმა ზუსტი და ამავდროულად მოქნილი უნდა იყოს, რათა კონტრაჰენტებმა სასურველისგან საპირისპირო შედეგები არ მიიღონ. არა მარტო ფორს-მაჟორის დათქმის ხელშეკრულებაში ასახვისგან თავის შეკავება, არამედ დებულების არასწორი ფორმულირებაც მხარეებს  ხშირად აყენებს პრობლემების წინაშე.

ყოველი შეუქცევადი გარემოება არ შეიძლება ფორს-მაჟორად იქნეს მიჩნეული, მას  ახასიათებს თავისი წინაპირობები, რაც აუცილებელია გარემოების ფორს-მაჟორად განხილვისთვის და მხარის პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად: ა) გარე ფაქტორი – შემთხვევა ხელშემკვრელ მხარეთა კონტროლს მიღმა უნდა იყოს, ბ) არაპროგნოზირებადობა – შემთხვევა არ უნდა იყოს განჭვრეტადი/პროგნოზირებადი/მოსალოდნელი და გ) გადაულახავი – შემთხვევა არის გარდაუვალი.

პასუხი კითხვაზე: „ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, არის თუ არა ფორს-მაჟორი?,“ სამართლებრივი კუთხით პასუხი – უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ „COVID-19“-ის გავრცელება, შესაძლოა, მხარეთა კონტროლს მიღმა არსებობდეს, თუმცა დღეის მდგომარეობით, ის არ წარმოადგენს გარდაუვალ მოვლენას და ამავე დროს, შესაძლებელია იყო მისი პროგნოზირებაც.

მნიშვნელოვნაი გარემოებაა ისიც, რომ მოვლენა ხელს უნდა უშლიდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულებას. როგორც გაირკვა, ბანკების მიდგომა ვრცელდება ყველა კონტრაჰენტზე და მნიშვნელობა არ აქვს, მათი მხრიდან შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულების შესრულება. მსგავსი მიდომა უცნობია ფორს-მაჟორის ინსტიტუტისთვის.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია უშუალოდ ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობები, რომელიც ნაკლებად საეჭვოა მსგავს მდგომარეობას დაუძლეველ ძალად აკვალიფიცირებდეს. მითუმეტეს იმ ვითარებში, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაც კი არაა გამოცხადებული.

გამომდინარე აქედან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბანკების მსგავსი მიდგომა წარმოადგენს მთავრობისა და კერძო სექტორის საერთო ძალისხმევით მიღწეულ შედეგს, რაც, სამართლებრივი არსით, სამწუხაროდ, არანაირ კავშირში არ იმყოფება დაუძლეველ ძალასთან.

ამასთან, გვსურს საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს შემდეგს: ფორს-მაჟორული მდგომარეობის შექმნა, აპრიორი არ გულისხმობს პასუხისმგებლობის გამორიცხვას. აუცილებელია მისი დადასტურება სათანადო ორგანოს საშუალებით.

საქართველოში მოქმედი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ 2012 წლის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის თანახმად, პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირების ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, ახდენს ფორს-მაჟორული გარემოებების დამოწმებას.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნა მხედველობაშია მისაღები, თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, საქმეზე: №ას-418-391-2010 მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ავტომობილები დააზიანა დაუძლეველმა ძალამ და აღნიშნული დაუძლეველი ძალის არსებობის დასადგენად, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას მხოლოდ  საქართველოს სავაჭრო-სამრეწლო პალატის ცნობა, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მითითებულ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს.

სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამოწმებს ფორს-მაჟორის არსებობას, ანუ იმ გარემოებას, რომელიც შესაძლებელია ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად, ხოლო პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედის“.  

საზოგადოებისთვის საყურადღებოა ფორს-მაჟორთან დაკავშირებული ქართული სასამართლო პრაქტიკაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ფორს-მაჟორულმა დათქმებმა შეიძინა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც მოჰყვა აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს არათანმიმდევრული პრაქტიკის წარმოშობა. მთელ რიგ შემთხვევებში, თუ საქმე ეხებოდა ვალდებულების შესრულებას 2008 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდებში, ეს გარემოება პირდაპირ მიიჩნეოდა ფორს-მაჟორად და სასამართლოს მიერ არ მოწმდებოდა გადაულახავობის კრიტერიუმი, თუმცა, არსებობს ისეთი გადაწყვეტილებებიც, სადაც სასამართლომ სწორად განმარტა საკითხი. მაგალითად:

ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქმეზე   #2ბ/4450-10. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია საომარი მდგომარეობა გამოცხადებული იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე მოქმედება (ფულის გადახდა) უნდა განხორციელებულიყო.

ბ) საქართველოს უზენაესმა  სასამართლომ 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე №ას-153-143-2015 განმარტა, რომ აგვისტოს ომის შედეგად წარმოქმნილი შედეგები ფორს-მაჟორის არსში, რა თქმა უნდა, თავსდებოდა, თუმცა არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი აგვისტოს ომის მოვლენასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მხარის აპელირება უფრო სუბიექტურ ფაქტორებს ეყრდნობოდა, ვიდრე ფორს-მაჟორის რეალურ გარემოებას.

შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ ფორს-მაჟორის ხელშეკრულებაში გაწერის ზუსტ ფორმულირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მხარეთათვის ცუდი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ფორს-მაჟორული დათქმის არარსებობა, არამედ ბუნდოვანი და არაზუსტი ჩანაწერიც. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებაში არსებული ფორს-მაჟორული დათქმა უნდა შეიცავდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ ზუსტ და მოქნილ ჩანაწერს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, შეუტყობინებლობის ან დაგვიანებული შეტყობინების შედეგები, ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მისი თანმდევი იურიდიული შედეგი.

სასამართლო „ბრმად“ არ უნდა დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების ფაქტსა და თუნდაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნის არსებობას. სასამართლომ თითოეულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების გართულებასა და ფორს-მაჟორულ გარემოებას შორის. ასევე ფორს-მაჟორის ამოქმედების ისეთი აუცილებელი იურიდიული წინაპირობები, როგორიცაა გადაულახავობა და მხარის კონტროლს მიღმა არსებობა, რის საფუძველზეც შეძლებს საფუძვლიან მსჯელობას და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანხვედრაში იქნება კერძო სამართლის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, როგორიც ფორს-მაჟორია.  

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9 სექტემბერი, 2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8 სექტემბერი, 2026

„გაზაფხული ჩემთვინ არარი"_ ფოტოები სხალთადან

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო