“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, დღეს, 29 აპრილს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სოფელ არალთან, ავარიის შედეგად 15 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის პროცესი გაიმართა.
მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა, სატვირთოს მძღოლი ხვიჩა ხარაიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ცნობისთვის, ადიგენში, სოფელ არალთან ავარია 2025 წლის 8 სექტემბერს მოხდა. ახალციხიდან მიმავალი მიკროავტობუსი, რომელსაც „ზარზმის აკადემიის“ ფეხბურთელები აბასთუმანში მიჰყავდა, სოფელ არლიდან ამოსულ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა. დაკავებულია იყო სატვირთოს მძღოლი ხ.ხ., მას ბრალი სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით ედება, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.




































































