ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ, მთავრობის მიერ ინიცირებულ სავალდებულო ვაქცინაციის კანონპროექტი დაამტკიცა. კანონს მხარი 137 – მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 33. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კანონპროექტი ახლა უნდა დამტკიცდეს ზედა პალატაში და საბოლოოდ, მას ხელს მოაწერს ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვან დერ ბელენი.
BBC ინფორმაციით, კანონპროექტი პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და ავსტრია იქნება პირველი სახელმწიფო ევროპაში, რომელმაც აცრა სავალდებულო გახადა.
როგორც ტელეკომპანია წერს, მარტიის შუა რიცხვებიდან მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, ჯარიმის სახით 3 600 ევროს გადახდა მოუწევთ. კანონი გავრცელდება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან ადამიანზე.
ავსტრიაში მოსახლეობის 72% სრულად ვაქცინირებულია.
პირველ ეტაპზე აუცრელები წერილობით შეტყობინებას მიიღებენ, მარტის შუა რიცხვებიდან კი პოლიცია და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ ვაქცინის სტატუსის შემოწმებას, ჯარიმების დაწესებას და საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის დანიშვნას. განგრძობადი უთანხმოება კი ერთი თვის შემდეგ დამატებით 600 ევროიანი ჯარიმის დაწესებას გამოიწვევს.
ჯარიმა შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ პირი იდენტიფიცირებიდან 2 კვირის განმავლობაში აიცრება.
ვაქცინაციის კანონი, სავარაუდოდ, ძალაში 2024 წლის იანვრამდე დარჩება. მთავრობა კი გეგმავს არავაქცინირებული ადამიანების აცრის წახალისებისთვის 1,4 მილიარდ ევრო დახარჯოს.
ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ, რომელიც ავსტრიის არსებითი ანტი ვაქცინის უმცირესობის ხმებს იწონებდა, კანონპროექტის წინააღმდეგი იყო.
მისმა ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა თქვა, რომ კანონი “გზას უხსნის ავსტრიას ტოტალიტარიზმისკენ” და პირობა დადო, რომ გააგრძელებს უარს ვაქცინაციაზე ახალი კანონის წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ნოემბერში განაცხადა, რომ აპირებდა ვაქცინაციის დავალდებულებას, დედაქალაქ ვენაში რეგულარულად იმართებოდა საპროტესტო აქციები. დემონსტრანტთა რიცხვი 40000-ზე მეტ ადამიანს აღწევდა.