თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.
თვითმხილველები „პუბლიკას“ ეუბნებიან, რომ უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა. ამ ეტაპზე მეტი დეტალი უცნობია.