გორის ცენტრში ავტომანქანა ტროტუარზე გადავიდა და ხეს შეეჯახა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სტალინის გამზირზე, მეცხრე საჯარო სკოლის წინ და სტალინის ბაღის გვერდით მოხდა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი დაჯარიმდა, არავინ დაშავებულა.



































































