BBC-ის ინფორმაციით, პირველი კატეგორიის ქარიშხალმა „ლალამ“, ქარის 147 კმ/სთ სიჩქარითა და კოკისპირული წვიმებით, ჰავაის დიდ კუნძულს სერიოზული ზიანი მიაყენა.
უამინდობით გამოწვეულ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ადიდებულმა წყალმა, სავარაუდოდ, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი საძირკვლიდან მოწყვიტა და წაიღო. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
ათობით ათასი ობიექტი დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე, გზები ჩახერგილია წაქცეული ხეებითა და ლოდებით.
ხელისუფლება მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიში პირობებისა და მოსალოდნელი მეწყრების შესახებ აფრთხილებს.





































































