გარემოს ეროვნული სააგენტო დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სინოპტიკოსები 2 დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8. ასევე უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +17 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +4, ნალექი არც აქ არის მოსალოდნელი. სოხუმში +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +12 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ჭიათურაში +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბორჯომში +9 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.
გორში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღეს პროგნოზირებენ ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +6 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+9 გრადუსი და ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც. +8 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
უნალექო დღეა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ოდნავ მოიღრუბლება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

































































