https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბჟუჟიდან გააქვთ ჩვენთვის გაურკვეველი რაოდენობით ინერტული მასალა”

9:08; 2.08.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მაკვანეთში, მდინარე ბჟუჟზე ინერტული მასალების მოპოვება ხდება. მიუხედავად მრავალჯერადი ღონისძიებებისა, სოფელმა ვერ აღკვეთა ინერტული მასალების გატანა. წლებია, ეს პრობლემა დგას და არა ერთი წერილი გაკეთებულა თუ სიუჟეტი მომზადებულა. მდინარის კალაპოტი ისე დაიწია, სოფლის ერთ ნაწილს დაუშრა ჭები და მოსახლეობა დარჩა სასმელი წყლის გარეშე. კრიტიკული მდგომარეობაა განსაკუთრებით ხუთ ოჯახში.

სიტყვიერად მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. 80-100 მეტრში მოყვანილია ცენტრალური წყალგაყვანილობა, მაგრამ…” _ ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მერეს უბნის იმ მცხოვრებთა გულისტკივილია, რომლებმაც “გურია ნიუსს” მიმართეს.

მოსახლეობა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ზაფხულში განსაკუთრებით რთულია მათ სოფელში ცხოვრება:

“მანქანები ხან დადიან შემოვლითი, ხან კი ცენტრალური გზით. მდინარე ბჟუჟიდან გააქვთ ჩვენთვის გაურკვეველი რაოდენობით ინერტული მასალა. არ ვიცით, რა მოხდება”, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.

“მაკვანეთის ტერიტორიული ერთეულის “მერეს უბანში” წყლის პრობლემის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისთვის ცნობილია. რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სხვადასხვა უწყებების კომპეტენციას განეკუთვნება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, რის შემდგომაც მოხდება შესაბამისი ზომების მიღება”, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.

პრესსამსახურში არ იციან, კონკრეტულად, ვინ აწარმოებს სამუშაოებს სოფელ მაკვანეთში მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მაკვანეთში ალექსანდრე ბურძგლა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ თითქმის ყოველ კვირას ახალი ჯგუფები შემოდის და ზუსტად არ აქვს ინფორმაცია იმ პირებს შესახებ, რომლებიც ინერტული მასალის მოპოვებას ცდილობენ.

“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, მდინარე ბჟუჟიდან ინერტული მასალა გააქვს ოზურგეთელ ბესო სარიშვილს, მაგრამ იგი “გურია ნიუსთან” ფაქტს არ ადასტურებს:

 “ადრე გაგვქონდა ინერტული მასალა. ახლა დავანებე თავი ამ საქმიანობას, რადგან მოსახლეობა აპროტესტებდა _ აქციები მოაწყვეს. ფაქტობრივად, ვერ ვიმუშავე. შიდა გზის გახსნას ველოდებოდი და არ გახსნილა, საიდანაც გამოვატანდით”, _ გვითხრა სარიშვილმა.

ინერტული მასალის გატანის შესახებ საუბრობს “გურია ნიუსთან” რეზო მასხულია:

“ვადასტურებ, რომ ვმუშაობ ინერტული მასალის გატანაზე. ცოტ-ცოტა რაოდენობით გაგვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ ორ კარიერზე _ წითელმთასა და მაკვანეთში. ამ ეტაპზე გაგვაქვს წითელმთიდან, სადაც მიმდინარეობს საკალმახე მეურნეობის მშენებლობისთვის მზადება და იქ არანაირი პრობლემა მოსახლეობასთან არ გვაქვს. მაკვანეთიდან აღარ გაგვაქვს _ არ გვინდა მოსახლეობის განაწყენება.

ველოდებით კარიერის გზის გახსნას, რომელიც ამ ეტაპზე დაკეტილია, რადგან წყალმომარაგების სამსახური რაღაც სამუშაოების ატარებს და აქედან გამომდინარე, ცენტრალური გზიდან არ ვაპირებთ მანქანებით გავიტანოთ ინერტული მასალა. ველოდებით ამ გზის გახსნას, რომ ჩვენი სამუშაოები გავაგრძელოთ”, _ თქვა რეზო მასხულიამ.

“გურია ნიუსი” ადგილობრივ მცხოვრებ კობა ჭანუყვაძეს ესაუბრა:

“ალტერნატიული გზა მოგვცენ, რომ არც მოსახლეობა დაზარალდეს და არც ჩვენ. არის ამის საშუალება და ვითხოვთ, დაკეტილი გზის გახსნას. გახსნან გზა _ ვერტფრენით ხომ ვერ გამოვიტანთ, ინერტულ მასალას?!” _ ამბობს კობა ჭანუყვაძე.

მოსახლეობა შიშობს, რომ მდინარეებთან არსებული ძალიან ბევრი კარიერი საფრთხეს შეუქმნის სოფელს.

ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ წიაღისეულის, მათ შორის, ინერტული მასალის მოპოვებას, საქართველოში აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც საერთოდ არ ექცევა არანაირი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან:

“ზოგადად, წიაღის მოპოვება გასული ათწლეულის განმავლობაში იყო საქმიანობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

ზოგადად წიაღის მოპოვება არის გარემოზე ყველაზე მძიმე დარტყმა. ვგულისხმობ, როგორც ბუნებრივ გარემოს, ისევე, სოციალურს. ამის შედეგებს ჩვენ ნათლად ვხედავთ, მაგალითად, რა ხდება ჭიათურის მუნიციპალიტეტში _ მარგანეცის მოპოვება რა ზიანს აყენებს, როგორც ბუნებრივ გარემოს, ისევე, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მძიმე სიტუაციაზე შეიძლება ვისაუბროთ ბოლნისი-დმანისისა და თეთრიწყაროზე, სადაც “არ ემ ჯი” მოიპოვებს ფერად ლითონებს. მინდა აღვნიშნო, რომ 2006 წლამდე არსებული კანონმდებლობით, ის ქმედებები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, შეუძლებელი იქნებოდა. 2018 წლიდან შეიცვალა კანონმდებლობა და წიაღის მოპოვება დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მაგრამ… აქ არის კიდევ ერთი _ ინერტული მასალის მოპოვება, მდინარიდან ქვა-ხრეშის მოპოვება კვლავ რჩება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიღმა”, _ ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, “წინასწარ არ ხდება გარემოზე იმ საქმიანობის ზემოქმედების შეფასება, რა საქმიანობასაც ეწევიან კომპანიები _ მთავრობა მათ პირდაპირ აძლევს ლიცენზიებს ან ნებართვებს, რომ მოიპოვონ ქვა-ხრეში მდინარის კალაპოტებიდან. ამ ქმედებამ თეორიულად ძალიან ბევრი რამ შეიძლება გამოიწვიოს: იცვლება მდინარის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები, რაც ზეგავლენას ახდენს თევზებსა და სხვა ორგანიზმებზე, რომლითაც სასიცოცხლო არის წყალთან დაკავშირებული; შესაძლებელია, ასევე, ზეგავლენა მოახდინოს, როგორც მიწის ზედა წყლების ჩამოდენის რაოდენობაზე, ასევე, შესაძლებელია, გამოიწვიოს ზეგავლენა მიწისქვეშა წყლებზე”:

“არასწორი ექსპლუატაცის შედეგად, შესაძლებელია, მდინარე გახდეს სახიფათო. სამწუხაროდ, ამის არა ერთი შემთხვევა იყო საქართველოში _ უბედური შემთხვევები და ადამიანების დაღუპვა სწორედ ამის შედეგი იყო. კარიერებიდან ქვა-ღორღის გატანის შედეგად ჩნდება ღრმულები და ასეთ ღრმულებში რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო კიდევაც.

რა მნიშვნელობა აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას?! წინასწარ უნდა დადგინდეს, ექნება თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ მდინარეზე კონკრეტული კარიერის ფუნქციონირებას რაიმე ზეგავლენა ბუნებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე, ასევე, ადამიანის საცხოვრებელ გარემოზე, ჯანმრთელობაზე, სხვა რესურსების მდგომარეობაზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება უარყოფითი ზეგავლენები, მოხდება ამ ზეგავლენების შერბილება და შემცირება სათანადო ღონისძიებებით, რომელიც გაწერილი იქნება გარემოს ზემოქმედების შეფასებაში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიცემოდეს ეს ნებართვები.

ადგილობრივი მოსახლეობა მართალია _ წიაღის მოპოვება არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. ეს არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა ადამიანებისთვის _ მათ უნდა იცხოვრონ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და ეს კანონმდებლობის ხარვეზი აუცილებლად ძალიან მალე უნდა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება გაუგებრობა ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ ადამიანების შორის, რომლებიც ამ ბიზნეს ეწევიან. ის ადამიანები, რომლებიც ბუნების გარემოს შეცვლის გამო არიან დაინტერესებულები და შეწუხებულები, ყოველთვის მართლები იქნებიან. ჩვენთან სამართლებრივი საკითხები უკუღმაა და დასაბუთებას სთხოვენ მოსახლეობას და არა საქმის გამხორციელებელს, ვინც ამ საქმიანობას აწარმოებს”, _ გვითხრა ირაკლი მაჭარაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი წიაღის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ “თუ მოსახლეობას მიაჩნია, რომ ირღვევა კანონი, გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს უნდა დაუკავშირდეს, სააგენტოს კი სოფელ მაკვანეთში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9 სექტემბერი, 2026

ჩხუბი პარიზის ორლის აეროპორტში _ სამართალდამცავებმა რეპერები დააკავეს (ვიდეო)

პრეზიდენტმა 83 პატიმარი შეიწყალა

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო