“ჩემთვის, როგორც გმირის დისთვის ეს, პირველ რიგში, მისი ხსოვნის, მისი ღირსების და სიმართლის გამარჯვებისაკენ გადადგმული ნაბიჯია“— ამბობს „ფორმულასთან“ საუბრისას საქართველოს ეროვნული გმირის შმაგი სოფრომაძის და, სამხედრო ექიმი სოფო სოფრომაძე.
საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.
საქმე ეხება 2008 წლის ომის დროს სამი ქართველი სამხედრო ტყვის — უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურისა და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და სიცოცხლის აღკვეთას ცხინვალის რეგიონში, ასევე სხვა ქართველი ჯარისკაცების (მალაჩინი, ზირაქაშვილი, ქუტაშვილი, კავთიაშვილი, მელაძე) სასტიკ წამებასა და დამცირებას ტყვეობაში.
































































