ამ წუთებში ხანძარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი იწვის.
ცეცხლი პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე განთავსებული ბინიდან გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი.