,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან: პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო“, პარტია ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“ ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე.
პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და არა ერთ აქტივობას პირდება ბენეფიციარებს.


















































.jpg)


















