https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაძაბული მატჩი, მშვენიერი მბაპე … და მაინც ლეო მესი

10:21; 19.12.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ, კატარის მუნდიალზე ოქროს მედლებისათვის გადამწყვეტი დაპირისპირება გაიმართა. არგენტინამ და საფრანგეთმა ნამდვილი საფეხბურთო თრილერი გაითამაშეს და მთელ მსოფლიოს დაუვიწყარი საფეხბურთო ზეიმი აჩუქეს. გუშინდელი შეხვედრა ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ფინალური დაპირისპირება აღმოჩნდა, თავისი დრამატიზმით და მოვლენათა განვითარების მოულოდნელი სცენარით.

გუშინდელი დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ – 2:2 დასრულდა. დამატებითი ოცდაათი წუთის შემდეგ ტაბლოზე  – 3:3 ეწერა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ლეო მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა – 4:2 იმარჯვეს. არგენტინა – საფრანგეთის ფინალს კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი მატჩისწინა პერიპეტიები მიმოვიხილოთ.

გუშინდელ ფინალურ დაპირისპირებას სრულიად მსოფლიო დიდი მოუთმენლობით ელოდა. ამისი ძირითადი მიზეზი ორი ფაქტორი გახლდათ: აისრულებდა თუ არა ლეო მესი საკუთარი ცხოვრების უმთავრეს ოცნებას და გახდებოდა თუ არა კილიან მბაპე ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი.

ინტერესი ისეთი დიდი გახლდათ რომ მას თვით ლეგენდარული კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსიც გამოეხმაურა.

„არგენტინასა და საფრანგეთს შორის არჩევანის გაკეთება არ მსურს, უბრალოდ მინდა თამაშით ვისიამოვნო. რომელ საათზეა მატჩი? დილის 7 საათი შესანიშნავი დროა, ავდგები და ვუყურებ. მთელი მსოფლიოს მსგავსად მეც მინდა დიდებული მატჩი ვიხილო. შესანიშნავი შეხვედრა უნდა გამოვიდეს, რადგან სპორტის ამ სახეობაში ორ საუკეთესო მოთამაშეს ვნახავ“. – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, დავიდ ტრეზეგემ კი განაცხადა, რომ ფინალში მესის ჩემპიონობას მიესალმება.

„პირადად ჩემთვის ეს ფინალი ძალიან ემოციური იქნება. დიდებული მატჩი იქნება, რადგან ეს ის არის, რასაც ყველა ელოდა. ხასიათით, ისტორიით, ეს ორი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში. ვიცი, რომ მესის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია და ის ამ ტიტულს იმსახურებს. იგი ხალხს აოცნებებს, თუმცა ეს საფრანგეთის ამბიციებს, ტიტული შეინარჩუნოს, სულაც არ აკნინებს.

საფრანგეთი კატარში მსოფლიო ჩემპიონობისთვის ჩამოვიდა. მესისა და მბაპეს შორის განსხვავება ასაკშია. ლეო კარიერის ბოლო პერიოდშია, კილიანმა კი ახლახანს დაიწყო და ყველაფერს გაიღებს რეკორდებისთვის. ისინი „პსჟ“–ში დიდებულ კომბინაციას ქმნიან, თუმცა არგენტინა მესისთვის თამაშობს, ყველაფერი მის გარშემო ხდება.“ – განაცხადა დავიდ ტრეზეგემ.

არგენტინული გამოცემა „TYC Sports“-ის ინფორმაციით, ლეო მესი მუნდიალის ფინალის წინ კვლავ თავის ძველ მეგობართან, სერხიო აგუეროსთან ერთად იმყოფებოდა.

კატარში ჩასვლის დღიდან მესიმ გადაწყვიტა, რომ სასტუმროს ოთახში მარტო ეცხოვრა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე სრული კონცენტრაცია მოეხდინა და ბოლომდე შემართებით ყოფილიყო.

წლების განმავლობაში მესი ტურნირებზე სასტუმროს ოთახს აგუეროსთან ერთად იყოფდა. ფინალის წინ კი სამხრეთამერიკელთა კაპიტანი მარტო არ იყო და მას საფინალო მატჩისთვის მომზადებაში ძველი მეგობარი დაეხმარა.

სერხიო აგუერო მუნდიალის პირველი დღიდან კატარში გულშემატკივრის სტატუსით იმყოფებოდა. აგუერომ არგენტინის ნაკრების ფინალისწინა სავარჯიშო სესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ფინალურ მატჩს დაესწრო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

მუნდიალის გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინას 50 ათასმა გულშემტკივარმა დაუჭირა მხარი, საფრანგეთს კი 6 ათასმა.

ფინალურ დაპირისპირებას, დაწყებამდე, ერთი ანტიგმირი უკვე ჰყავდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მატჩზე ეროვნული გუნდის ტრავმირებული თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დაპატიჟა, მაგრამ მადრიდის „რეალის“ შემტევმა პრეზიდენტის მიპატიჟება არაფრად ჩააგდო და შეხვედრის მადრიდში ყურება არჩია. არადა, რამდენიმე დღის წინ, ფრანგულ მას მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ქარიმ ბენზემა გამოჯანმრთელდა და შეიძლება ფინალშიც ეთამაშა. საბოლოოდ არც ითამაშა და არც კატარში ჩაფრენილა.

ფინალური შეხვედრა არგენტინის ნაკრებმა ძალიან მოტივირებულმა დაიწყო და თავიდანვე უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. საფრანგეთის ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა და პირველი 45 წუთი კარისკენ დარტყმის გარეშე დაასრულა.

ანხელ დი მარიას მოპოვებული პენალტი ლეო მესიმ გოლად აქცია, შემდეგ კი დი მარიამ თავადაც გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ სამხრეთამერიკელები  – 2:0-ს იგებდნენ და კილიან მბაპეს გუნდი განწირული სჩანდა.

მეორე ტაიმშიც არგენტინა მდგომარეობას აკონტროლებდა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიჰყავდა. ასე გაგრძელდა 79-ე წუთამდე. შემდეგ კი დაიწყო და რა დაიწყო…

თავდაპირველად რანდალ კოლო მუანიმ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და კილიან მბაპემ სხვაობა შეამცირა. გავიდა მხოლოდ წუთნახევარი და მბაპემ წონასწორობა აღადგინა!!! არგენტინის ნაკრებს აშკარა დაბნეულობა შეეტყო და ძირითადი დროის დარჩენილ ნაწილში საფრანგეთს მოგებაც კი შეეძლო.

დამატებით ოცდაათ წუთში არგენტინა უფრო მწვავედ უტევდა და სახიფათო მომენტებიც შექმნა, რამაც შედეგი გამოიღო. 109-ე წუთზე ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და არგენტინა ისევ წინ გავიდა, მაგრამ 118-ე წუთზე მბაპემ პენალტი მოიპოვა, რომელიც გაიტანა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. დამატებული დროის უკანასკნელ წამებზე დიდიე დეშამის გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ ჩინებული შესაძლებლობა ქარს გაატანა.

საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც არგენტინელ ფეხბურთელებს უფრო ძლიერი ნერვული სისტემა აღმოაჩნდათ. მათ ოთხიდან ოთხი პენალტი გაიტანეს, კინგსლი კომანმა და ორელინ ჩუამენმა კარის დალაშქვრა ვერ შეძლეს და არგენტინის ნაკრები 36-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მსოფლიოს ჩემპიონია, ისტორიაში მესამედ.

ლეო მესიმ ოცნება აისრულა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის გარდა მან კიდევ რამდენიმე რეკორდი დაამყარა: მატჩების რაოდენობით მუნდიალზე პირველია (26), ერთ მუნდიალზე მასზე მეტი პენალტი არავის გაუტანია. გარდა ამისა, მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მუნდიალზე გოლის გატანა ჯგუფურ ეტაპზე, მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში მოახერხა.

საინტერესოა რომ კილიან მბაპეს 23 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატებზე უკვე 12 გოლი დაუგროვდა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა.

მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი კი კილიან მპაბეა, რომელმაც არგენტინასთან შეხვედრაში ჰეთ–თრიკი შეასრულა და საერთო ჯამში 8 გოლი მოუგროვდა.

მსოფლიოს პირველობის საუკეთესო მეკარის პრიზი არგენტინის ნაკრების 30 წლის გოლკიპერმა ემილიანო მარტინესმა ჩაიბარა. „ასტონ ვილას“ კარის დარაჯმა შვიდივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ არგენტინის ეროვნული გუნდის 21 წლის ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი აღიარეს.

მსოფლიო ჩემპიონატი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026

„ვოქსში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საინტერესო ცნობები კბილების შესახებ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო