დავით შარაშიძის, ლუკა ჩხიკვაძის და დავით სიმონიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გადადების მიზეზი საქმის პროკურორის არ დასწრება იყო. შემდეგი პროცესი 5 ივნისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დავით შარაშიძეს, ლუკა ჩხიკვაძეს და დავით სიმონიშვილს გამოძიება პოლიციელის ჯგუფურად ცემას ედავება. ყოფილ მაღალჩნოსანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. შემდეგ გირაო ისევ პატიმრობით შეუცვალა. წარდგენილი ბრალის მიხედვით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




































































