გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დავუთ სონღულაშვილმა კახეთში 2025-2026 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეები დააჯილდოვა.
„დღეს ვაფასებთ იმ ახალგაზრდების შრომასა და მიღწევებს, რომლებმაც 12-წლიანი სასწავლო გზა წარმატებით გაიარეს და მაღალი აკადემიური შედეგები აჩვენეს. მათი მონდომება და მიზანდასახულობა დასაფასებელია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას. სწორედ განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდები წარმოადგენენ ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 464 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
ინფორმაციისთვის, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება 2022 წელს დაიწყო და უკვე ტრადიციულ ღონისძიებად იქცა. მისი მიზანია კურსდამთავრებულების წახალისება, მათი მიღწევების აღიარება და ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაცია.


































































