ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ პარკში სკამ-საქანელა დაზიანებულია.
როგორც “გურია ნიუსს” მოქალაქეები ეუბნებიან, ცალი მხარე ჩამოვარდნილია და სარგებლობას ვერ ახერხებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს მიმართა.
როგორც მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს:
_პარკში სკამ-საქანელას ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება. შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულები არიან.