მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულს შორისაა.
სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა სამი მოციქული: იაკობი, იოანე და პეტრე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
































































