სამტრედიაში, პოლიციის წინ მდებარე სკვერში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია.
ტერიტორიაზე, სადაც ხე წაიქცა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით, უცნობია, ძლიერი ქარის შედეგად რა პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიებზე.

































































