https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გადამწყვეტი ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ _ რა რეგულაციები შეეხება ბიზნესს

16:03; 28.03.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

უახლოეს დღეებში საქართველოს საკანონმდებლო ორგანო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის სასესიო განხილვებს დაიწყებს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში 2013 წლიდან არის, დღემდე მიღება ვერ მოხერხდა, თუმცა, მთავრობა და პარლამენტი თანხმდება, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რისთვისაც ქვეყანა მზად არის.

წარმოდგენილი კანონპროექტით, სრულად იკრძალება მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რესტორნებში, კაფე-ბარებში, სტადიონებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, არასამარშრუტო ტაქსიში, მეტროპოლიტენში, მატარებელში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში, გემზე, კატერებსა და სხვა სანაოსნო საშუალებებზე); იკრძალება ყველანაირი რეკლამა (გარე, ბეჭდური) და ყველანაირი მარკეტინგული აქტივობა; ასევე, იკრძალება გაყიდვის წერტილებში თამბაქოს გამოსაჩენ ადგილებზე განთავსება; ჯანმრთელობისთვის თამბაქოს მავნებლობის შესახებ შეტყობინების ზომა იზრდება 30-დან 65%-მდე;
აკრძალვა შეეხება  ელექტრონული სიგარეტებსაც, რადგან ისიც თამბაქოს პროდუქტებში შედის (მათი რეგულაცია იქნება სხვა თამბაქოს პროდუქციის ანალოგიური); საჯარო მოხელეებს არ ექნებათ უფლება, შეხვდნენ თამბაქოს ბიზნესის წარმომადგენლებს; თამბაქოს წარმოებით და მოხმარებით გამოწვეულ ზიანზე ვალდებულება ეკისრებათ თამბაქოს ბიზნესებს; და ბოლოს, თამბაქოს ბიზნესებს აეკრძალებათ სხვადასხვა კულტურული და სოციალური მიზნით თანხების გაღება.
აკრძალვები ეტაპობრივად, 2017 წლის ივლისიდან, 2018 წლის ჩათვლით შევა ძალაში.

კონტროლის გამკაცრებას მომხრეების ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ნაწარმის მოხმარების აკრძალვამ გარკვეული უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს.

კერძოდ, მათი აზრით, თამბაქოს აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს სარეკლამო და მარკეტინგის ინდუსტრიების დანაკარგები; საცალო ვაჭრობის სექტორის დანაკარგები; ფილანტროპული შემოწირულობების დაკარგვა; სამუშაო ადგილების შესაძლო შემცირება; ბიუჯეტში თანხების შემცირება თამბაქოს ინდუსტრიიდან.

თუმცა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, სიგარეტზე მხოლოდ აქციზის გადასახადმა 548.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო თამბაქოს ინდუსტრიიდან მიღებულმა დამატებითი ღირებულების გადასახადმა – დაახლოებით, 200 მილიონი ლარი. უწყების ცნობითვე, გაზრდილი აქციზის გადასახადით ის 2017 წელს დამატებითი 200 მილიონი ლარის მობილიზებას შეძლებს. შედეგად, მხოლოდ აქციზითა და დღგ-ით მიღებული შემოსავალი მილიარდ ლარს მიაღწევს. ამ რიცხვში არ შედის ინდუსტრიიდან მიღებული საშემოსავლო, მოგების და იმპორტის გადასახადი.
თამბაქოს მოხმარების მოსალოდნელი კლება პროპორციულად 2%-ით შეამცირებს თამბაქოს ინდუსტრიიდან მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებს კანონის ამოქმედებიდან პირველ წელს, ხოლო მომდევნო წლებში – 1%-ით (დაახლოებით, 20 და 10 მილიონი ლარით). გაცილებით მაღალი იქნება დანაკარგები მარკეტინგული და სარეკლამო კომპანიებიდან მიღებულ საგადასახადო შემოსავლებში.

ამის პარალელურად, მონაცემებს აქვეყნებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრმიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოთი გამოწვეული დაავადებით დაახლოებით 11 ათასი ადამიანი კვდება, მათ შორის დაახლოებით, 3 ათასი არამწეველია, რომელიც სხვის გამონაბოლქვს სუნთქავს. კვლევების მიხედვით, თამბაქოს მავნებლობით გამოწვეული ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი რეალიზაციით მიღებული სიკეთე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თებერვალში, საქართველოს სახალხო დამცველმა თამბაქოსგან მიყენებული ზიანის შესახებ სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა სრუყლყოფას საჭიროებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან და აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მოყვანას, განსაკუთრებით, მოზარდი თაობის წარმომადგენელთათვის თამბაქოს პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას.

ასევე ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული შემზღუდველი ნორმები არა ფრაგმენტულად, არამედ პერმანენტულად უნდა შესრულდეს.

მსგავსი პოზიცია აქვს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესაც. მისი თქმით, თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი საჯარო თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა და პროდუქციის მაღალი ფასია.

 “ჩვენ გვჭირდება დამატებითი თანხა, ბიუჯეტს სჭირდება დამატებითი თანხა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გაფართოებისთვის ჩვენი უმწეო მოქალაქეებისთვის, ჩვენი პენსიონერებისთვის დამატებითი პაკეტის უზრუნველყოფისთვის და ამის ყველაზე ლოგიკური საერთაშორისო გზა არის ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე აქციზიდან მირებული შემოსავალი. მე მხოლოდ შემიძლია მოვუწონო ეს ინიციატივა მთავრობას.

დარწმუნებული ვარ, ყველას, მიუხედავად პარტიული წარმომავლობისა, გვინდა განახლება ამ ქვეყანაში, მოგიწოდებთ, რომ განახლება ჩვენგან დავიწყოთ და ავკრძალოთ მოწევა საქართველოს პარლამენტში, როგორც თბილისში, ისე – ქუთაისში,” _ განაცხადა პარლამეტში ერთ-ერთი გამოსვლისას ზოიძემ.

პარლამენტარი ირაკლი შიოლაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრების უმრავლესობა კონტროლის გამკაცრების მომხრეა. მეტიც, შიოლაშვილის თქმით, მათ აქვთ ინიციატივა, რომ გამკაცრდეს არა მარტო კანონმდებლობა, არამედ გაკონტროლდეს თამბაქოს ნაწარმის შემცველობაც, თუ რა ნივთიერებებს, რა რაოდენობით შეიცავს და არის თუ არა ეს სტანდარტთან მიახლოებული.

 „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ იქედან გამომდინარე, რომ კანონპროექტი მთლიანად ასახავს დღევანდელ პრობლემას. უბრალოდ, არის რამდენიმე ნიუანსი რომელზეც ჩამოსაყალიბებლები ვიყავით. რამდენიმე დეპუტატმა დასვა საკითხი, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე – აეროპორტებში, ადმინისტრაციულ შენობებიში, საჭირო იქნება თამბაქოს მწეველთათვის ცალკე ოთახის გაკეთება, რომელიც აღჭურვილი იქნება თამბაქოს კვამლის გაწოვისთვის. ევროპაში და წამყვან ქვეყნებში მეც ნანახი მაქვს ასეთი კუთხეები. ვფიქრობ, ეს საკითხიც დარეგულირდება.

ამ ნაწილის გარდა, კანონპროექტი სავსებით მისაღებია. ასევე დაისვა საკითხი, რომ თამბაქოს შემადგენლობის კონტროლის გამკაცრებაც მოხდეს. უფრო ხშირად ჩატარდეს კვლევები, რა შემადგენლობის და ხარისხის არის ბაზარზე არსებული თამბაქო. ვფიქრობ, საქართველოში წარმოდგენილი თამბაქო განსხვავდება იმ სტანდარტებისგან, რაც ევროპულ სახელმწიფოებშია. აქ არის შესაძლებელი, რომ ლაბორატორიულად შემოწმდეს ეს საკითხი, თუ დანადგარები არ გვაქვს, შევიძინოთ, რომ თამბაქოს  შემადგენლობა  კონტროლირებადი იყოს. ხშირად გაგვიგია, რომ დამოკიდებულ ნივთიერებათა იმაზე მეტ დოზას შეიცავს, ვიდრე უნდა შეიცავდეს. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში კვლევა არ გაკეთებულა და ეს საკითხიც დაისვა, რომ ჩატარდეს მოკვლევა და შემოწმება. ეს კომპონენტიც იქნება ჩასართავი, რომ შედეგი მივიღოთ და ადამიანები ნაკლებად დამოკიდებული გავხადოთ“, _ აცხადებს შიოლაშვილი.

პარლამენტარს მიაჩნია, რომ თამბაქოს კონტროლის გამკაცრება ბიზნესზე არ იმოქმედებს.

„აქ შემოდის დამატებითი რეგულაცია. არ იქნება ვიზუალი და რეკლამირება მაღალ დონეზე. ყოველი მესამე რეკლამა არ უნდა გადიოდეს თამბაქოს თემაზე და მისი პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს.  სხვათაშორის, ჩემი აზრია, რომ ჩვენი ტელესივრცე რასაც აკეთებს ესეც გადასახედია. მაგალითად, სხვადასხვა სერიალებში აკეთებენ თამბაქოს მოწევის რეკლამირებას, ეს მიუღებელია. ალბათ, ამ მიმართულებითაც, როგორც ჩვენ ასევე ტელესივრცეც უნდა დაინტერესდეს. დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოწიოს სიგარეტი, მეტად იყოს დამოკიდებული თამბაქოზე.

უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია არის, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს ვუჭერთ“, _ აცხადებს შიოლაშვილი.

მსგავსი პოზიცია აქვს  „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, პარლამენტარ ემზარ კვიციანსაც.

„აბსოლუტური აკრძალვის მომხრეც კი ვარ. ყველა მივესალმებით იმათ გარდა, ვინც ეწევა. მე არ ვეწევი და მინდა, რომ არავინ ეწეოდეს საერთოდ საქართველოში. რაც შეეხება იმას, რომ აკრძალვა ცუდად იმოქმედებს ბიზნესზეო, რომ ამბობენ, ამ ხალხის პოზიცია მაინტერესებს იმაზე, ჯანმრთელობაზე ცუდად რომ აისახება თამბაქოს მოხმარება, რას ფიქრობენ?! ჯერ ჯანმრთელობაა და მერე ბიზნესი და ყველაფერი დანარჩენი. ქალები, ახალგაზრდა გოგოები რომ სიგარეტგარჭობილები დადიან, როგორი დედაბი იქნებიან ისინი?! როგორ შვილებს გააჩენენ? ძალიან ცუდი რამ არის ეს სიგარეტი და რაც უფრო შეზღუდული იქნება, ნაკლებად მოწევენ, უკეთესია. ვინც ეწევა მასზე მეტად ის ადამიანები ზიანდებიან, ვინც არ ეწევა და მათ გვერდით არის. ასე რომ, ნუ მოწევთ!“, _ აცხადებს კვიციანი „გურია ნიუსთან საუბრისას.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წარმომადგენლის, კახა ღვინიანიძის აზრით, შესაძლოა, გაიზარდოს ზეწოლა პარლამენტარებზე თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან, ამიტომ ის კანონმდებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათ საქართველოს მოქალაქეების გვამებზე გადავლა მოუწევთ.

„საქართველოს დამოუკიდებლობის მთელი ისტორიის განმავლობაში, 90-იანი წლებიდან, თამბაქომ დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა 20 წლით ადრე, ვიდრე საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა დემოგრაფიული თვალსაზრისით.

ის თემები, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებთ ხოლმე, რომ მოწევა სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, ეს არის თითქოს მეორეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რასაც ქვეყნის ფიზიკური განადგურება ჰქვია. ეს არ შეიძლება რომ გაგრძელდეს. ეს პროცესი 20 წლის წინაც უნდა დამთავრებულიყო და მიეღოთ კანონი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ.

თუკი ხვრელს დავტოვებთ რეკლამაში, დანარჩენ აკრძალვას აზრი არ აქვს. იმ ერთ ხვრელში გამოძვრება რეკლამა და იმუშავებს. თუ მოწევის აკრძალვა გვინდა, თუ გვინდა თავდაცვა მასიური მწეველობისგან, უნდა ავკრძალოთ ყველა შენობაში მოწევა. ჩვენს ქვეყანაში ასეთი წესია, თუ რაღაც მუშაობს, მუშაობს ყველგან, ან არსად არ მუშაობს. ეს ჩვენი კვლევებითაც დამტკიცებულია.

როდესაც დემოგრაფიული განვითარების ფონდი აკეთებს განცხადებას, რომ 2050 წლისთვის ქვეყანას ელოდება დემოგრაფიული კატასტროფა, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების ის დონეა, რაც ჩვენ გვაქვს. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, არ შეიძლება სხვაგვარად მოიქცეს, რომ ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს.

არასამთავრობო სექტორი არცერთ პოლიტიკოსს არ ვაპატიებთ ერის საწინააღმდეგო მოქმედებებს. ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა, მათი თამბაქოს ინდუსტრიის „ფულის ტომრები“ კონკრეტულ პოლიტიკოსებს სთავაზობენ ფულს ასეთი კანონმდებლობის წინააღმდეგ. ამაში ეჭვიც არ მეპარება, რომ მცდელობები იქნება. ესენი არიან „ფულის ტომრები“,  რომლებაც არც ქვეყანა აინტერესებთ არც ხალხი. ფულის ტომრების ჭკუაზე თუ უნდა იაროს ჩვენმა პარლამენტმა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა იარონ ქართველი ხალხის გვამებზე. რაც არავის შერჩება. გადამწყვეტი ბრძოლაა, რომ ავიშოროთ 11 ათასი ადამიანის სიკვდილი ყოველწლიურად.

დიდი იმედი მაქვს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის რეკომენდაციებს ჩვენი პოლიტიკოსები მხარს არ დაუჭერენ. ვაკვირდებით პროცესებს, ყველა ურთიერთობას, გვარებს და სახელებს, კენჭისყრაზე ყველაფერი ჩანს. გვინდა, რომ პარლამენტმა ევროპული ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, ამ შემთხვევაში კი ეს არის, საკმარისი ხმების რაოდენობა კანონის დასამტკიცებლად ნულის წინააღმდეგ. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ სფეროში თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის გარეშე. ვაფრთხილებ პოლიტიკოსებს, მივლენ მათთან, შესთავაზებენ ფულს და ათას მეთოდებს, მაგრამ ვუყურებთ ამ ყველაფერს. ნუ გააკეთებენ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას“, _ აცხადებს ღვინიანიძე.

კითხვაზე: თქვენი ოპონენტები აპელირებენ იმაზე, რომ თამბაქოს კონტროლის გამკაცრება გამოიწვევს ბიუჯეტში თანხების შემცირებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას, საცალო ვაჭრობის სექტორის დანაკარგებს და ა.შ. თუ არის ეს დანაკარგები დათვლილი რა რა ოდენობის ზარალი შეიძლება მიიღოს როგორც ბიუჯეტმა ასევე ბიზნესმა? – ღვინიანიძე გვპასუხობს:

„ყველაფრის დეტალური მონაცემი გვაქვს. არ არსებობს დედამიწაზე პროდუქტი, რომელიც ცუდია ადამიანისთვის და კარგი ეკონომიკისთვის. პირიქით, გამორიცხულია. ჩვენ თამბაქოს ინდუსტრია 30 წელია თვალში ნაცარს გვაყრის, რომ მართალია კი გკლავთ ჩემი პროდუქცია, მაგრამ ეკონომიკისთვის არის კარგი. ეს ხომ ბლეფია?! ყველა მონაცემი გვაქვს საზოგადოებისთვის წარდგენილი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ ეკონომიკას არ ვნებს მოწევის აკრძალვა შენობებში. ეკონომიკას არ ავნებს ის, რომ თამბაქოს კოლოფი ვიტრინიდან ჩამოიღოს გამყიდველმა და  დახლში დადოს. ეს არის ზღაპარი, როგორც აკაკი ზოიძემ ბრძანა, პროვინციებზე გათვლილი ხრიკი“, _ ამბობს ღვინიანიძე და დასძენს, რომ მას ეჭვიც არ ეპარება, კანონპროექტი ხვრელების გარეშე დამტკიცდება.

„პარლამენტმა უნდა ასახოს საქართველოს მოსახლეობის 90%-ის დაკვეთა. ეს დაკვეთა კი არის ის, რომ აკრძალონ მოწევა შენობებში და პროდუქციის რეკლამირება. რაც შეეხება ზოგიერთ გამონაკლისებს, რომლებიც პარლამენტშიც ეწინააღმდეგებიან ამ საკითხის გასვლას,  ნუ დადგებით ბრნელეთის მხარეს და ისტორიის სანაგვეზე. თამბაქოს მხარდაჭერა ეს არის სიბნელის მხარეს დგომა“, _ განაცხადა ღვინიანიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველო მწეველი ქვეყნების რეიტინგში 215 ქვეყანას შორის მე-80 ადგილზეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი რეიტინგის მიხედვით, საქართველოში 1 მილიონ 200 ათასი მწეველია.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3,8 მილიონი ადამიანია, საიდანაც 15-წელს ზემოთ მამაკაცების 58,6% ეწევა, ქალების კი 5,8%.
შედეგად, მწეველი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს საშუალო ინდექსი 32,2-ია.

ამავე რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი მწეველი ( 285 მილიონი) ჩინეთშია, შემდეგ მოდის ინდოეთი 111 მილიონით, ინდონეზია – 67 მილიონით, რუსეთი 50 მილონით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ძალაში 2005 წლიდან შევიდა, ხოლო საქართველო მას 2006 წელს შეუერთდა, თუმცა 2016 წლისთვის კონვენციის შესრულების მხრივ საქართველო რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა.

თამბაქოს მავნე ზეგავლენის შედეგად წელიწადში 11 000 ადამიანი იღუპება, მოხმარების გამო გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების რაოდენობა კი, დღითიდღე მატულობს.

 

ამავე თემაზე: საგანგაშო ნიშნული პარლამენტში _ სპეციალისტები მოწევის აკრძალვას ითხოვენ

პარლამენტში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმირებაზე მსჯელობენ

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონი მკაცრდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაძლოა თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს

უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

"გაისვრებიან ..." _ აქიმიძის და დვალის მიმართვა "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო