https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გამარჯობა, ოზურგეთო! უპატრონოთა სახლში გავიზარდე, თუმცა, ახლა შენ ხარ ჩემი სახლი!”

7:11; 7.11.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთელი მეეზოვე ნატაშა მიხაილოვა, ბოლო ათი წელია, მშობლიური ქალაქის ცენტრალურ ნაწილში _ „ჭადრების ბაღის“, თეატრის და იუსტიციის სახლების მიმდებარე ტერიტორიას გაცისკრებისთანავე თავს დატრიალებს და არც გამვლელ-გამომვლელისთვის სალამის თქმა თუ მისებური „ჩესტის“ აღება ავიწყდება. მუდამ ღიმილით და უბრალოებით ნასაზრდოებ ხასიათს, უტყუარი და თბილი გამოხედვა უდასტურებს.

_ ტოროლა? მე ვარ ტოროლა? არა, მე ნატაშა ვარ! გალობა რა ვიცი მე _ ქალაქს გისუფთავებთ და თქვენ იმღერეთ, იცეკვეთ. ჭადრების ბარის „გადია“ ვარ, ხომ იცით? მიყვარხართ! მე ეს ფოთლების გროვაც მიყვარს, მოხვეტვას რომ ვერ ავუდივარ, მაგრამ ხოm არ შევინახავ? _ გულიანად იცინის და ცოცხს უფრო აჩქარებით უსვამს მიწას, რომ ყველანაირ ბონდოს და ბალახბულახს გროვებად მოუყაროს თავი. თუმცა, ნოემბრის წყალობით, ჭადრის ფოთლები თავზე კვლავ აცვივა მოგონებებივით….

 _ ოზურგეთში დავიბადე, თუმცა, სულ პატარა ვიყავი, როცა დედამ მე და ჩემი ძმები სოფელ ქურთაში, უპატრონო ბავშვთა სახლში მიგვიყვანა. ასე ქვიოდა მაშინ იმ დაწესებულებას, სადაც მეექვსე კლასამდე ვიზრდებოდით. უჭირდა, ალბათ, თორემ რატომ მიგვიყვანდა? ხშირად არა, მაგრამ ახერხებდა ჩვენს ნახვას. ისე, ქურთადან გაპარვაც მინდოდა, გაძლება გამიჭირდა… მერე ასეთივე ბავშვთა სახლში ბათუმში გადაგვიყვანეს. 15 წლის რომ გავხდი, დავბრუნდი ოზურგეთში. მუშაობა აბრეშუმის ფაბრიკაში დავიწყე. ძმისშვილები გავზარდე და მას შემდეგ ვარ აქ, თქვენთან.

უპატრონოთა სახლში გავიზარდე, მაგრამ ახლა ეს ქალაქია ჩემი სახლი. დილა რა დილაა, თუ მზეს არ შემოვასწარი ამ ქალაქში და გულში მაინც არ ვთქვი _ გამარჯობა, ოზურგეთო! აბა, ხმამაღლა რო ვიძახო, გააბდლებულა ჩვენი ნატაშაო, იტყვიან. მზეს უნდა დავასწრო, უნდა მოვუსუფთავო მოედანი, რომ სხივები ჩენჩოში არ ჩაფინოს_ სიცილ-სიცილით გვიტოვებს საკუთარ აზრებს და ცოცხით ხელში წინ მიიწევს.

_ გაჩერდი, ერთი წუთით, ფეისბუკიდან გესალმებიან, ნატა!

_ მე არ ვიცი ფეისბუკი…

_ ჩვენ დავწერეთ შენზე. ბევრი ადამიანი მოკითხვას გითვლის. თბილისიდან ოზურგეთელი გულიკო ლომჯარია გესალმება, „გურია ნიუსმა“ მომიკითხოს ჩვენი ნატაშაო..

_ ვახსოვარ გულიკოს? _ ცრემლების შეჩერება შეძლო ჭადრების ბაღის „გადიამ“ , გრძელტარიანი ცოცხი გულზე მიიბჯინა და ორივე ხელი ისე მოიმარჯვა, თითქოს ვიღაცას გულში იკრავდა.

კითხვაზე, რამ განაპირობა მასში უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რომელსაც ქალაქის დასუფთავებისთვის იჩენს, ჩვეული თვალის მოხუჭვით და ალალი ღიმილით გვპასუხობს _ შეპყრობილი ვარ სიხარულით, სითბოთ… მიყვარს ყველა და ყველაფერიო, ამბობს და გულზე გაშლილ ხელის გულს იდებს.

_ ეე, ჩემდენი გასაჭირი ვის უნახავს? მაგრამ არც გულში, არც თვალში და არც ყურში ცუდისთვის ადგილი არ მაქვს. არც მკითხოთ ცუდ ამბებზე, რაც გადამხდენია. ერთს გეტყვით, ქურთაში „გრუბი“ ადამიანების სახეები მზარავდა. ეს იყო ის, რამაც განმკურნა ყველაფერი ცუდისგან და სულ ღიმილიანი, თბილი სახეები მომანდომა, აი, პირიდან სულ რომ შაქარი და იუმორი გადმოსდის ჩემი გურულებივით. აბა, როგორ?! დილაადრიან რომ მეგებებიან, პრივეტ, ნატაშ!, საით მირბიხარო… სად წავალ ისე ამ ორმეტრიან ტარზე წამოცმული ცოცხით? აგერ ჩვენს ბაღში, ოქროებო, _ ხითხითიც ეხერხება „გადიას“ და უნებლიედ, თვალწინ დიდი ვაჟას კეთილშობილი ესტატეც ცოცხლდება, თანასოფლელებთან რომ ენაკვიმატობს, სად მივალ და იერუსალიმში, ამ ჩემი ჯაგლაჯა ცხენით განჯა-ერევანს ხ0მ არ წავალ, კატის მანძილი საბძელიაო..

ნატაშა მიხაილოვა, იგივე ტოროლა, იგივე „ჭადრების ბაღის „გადია“, ოზურგეთში 1953 წელს დაიბადა. ბიოგრაფიის იმ 15 წლიანი მონაკვეთის გარდა, რაც თავად გვიამბო, აქ გაატარა. ძმა ადრე გარდაეცვალა და ობოლი მცირეწლოვანი ძმისშვილების გაზრდა იტვირთა. ახლა ერთ-ერთი ცოლშვილიანია და რუსთაველის ექვს ნომერში ერთად ცხოვრობენ. საკუთარი ოჯახი კი არ შეუქმნია.

_ კითხვა უნდა? კარგი ურთიერთობა რომ არ გვქონდეს, ერთად როგორ ვიცხოვრებთ? გვიყვარს ერთმანეთი და მორჩა! _ ამბობს ის ძმისშვილებზე.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ, აბრეშუმის ფაბრიკიდან ჟურნალ-გაზეთების დისტრიბუციას მიჰყო ხელი და თავს ასე ირჩენდა. 20 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, „გურია ნიუსის“ დაფუძნებისას, ჩვენი პირველი დისტრიბუტორიც იყო. მერე დასუფთავების სამსახურში გადაინაცვლა და ბოლო ათი წელია, საკუთარი არსებობით, არათუ ნაგვისგან, ყველანაირი უარყოფითი აურისგან ასუფთავებს ოზურგეთელთა სულსა და გულს. მან საკუთარი თავი უკვე დაიმკვიდრა ოზურგეთის საპატიო მცხოვრებად. ოფიციალურ წოდებას კი, ალბათ, დრო დადგება და მიიღებს!

ნატაშა მიხაილოვას, რომელიც ყოველ დილას მუდამ სხვათა გასახარად იწყებს, განსხვავებით ყველა რესპონდენტისგან, რაც დღემდე გვყოლია, დამშვიდობებისას, ხელახლა კითხვას ვუსვამ:

_ როგორ ახერხებ, რომ სულ კარგ ხასიათზე ხარ?

__მაგას რა დიდი ამბავი უნდა? აი, შიგნით ცუდ არაფერს არ ვიტოვებ. სახლში ნაგავს ხომ არ იტოვებთ? სულ ყრით, ჰო? ჰოდა, გაუშვით, გადაყარეთ, არ მიიღოთ ცუდი. მასე ადვილი, ნეტა, ამ ბაღის დასუფთავება იყოს. საგულდაგულოდ თუ მოასუფთავებ, მთლად იოლად ვერ გამოხვალ, _ მაინც საყვარელი საქმეზე აქცენტით დაასრულა ჩვენთან საუბარი ოზურგეთელმა კოლორიტმა, ქალბატონმა, რომელმაც ქალაქის მცხოვრებთა გულებში საკუთარი ადგილი თავისთავადობით დაიმკვიდრა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა (R)

ბაია პატარია: „ნუ დათანხმდებით ბიძინას უნიტაზის ჩვრობას“

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო