გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა – 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
დღეს დილით გარდაბანში BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული 3 ადამიანი იყო.
“მთავარს” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




































































