საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის სააგენტოს გერმანიაში დასაქმებული 11 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო უწყება ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეები ყველგან, მათ შორის საზღვარგარეთ ორგანიზებული დასაქმების პროგრამების ფარგლებში.
2021 წელს გერმანიაში წასულ ქართველებს ანტისანიტარია, საერთო საცხოვრებელი კონტეინერები და შეცვლილი ხელშეკრულებები დახვდათ. გერმანიაში დავა მალევე მოიგეს, თუმცა ქართული უწყება 3 ინსტანციაში ედავებოდა საკუთარ მოქალაქეებს.
თითოეულმა დაზარალებულმა მორალური კომპენსაციის სახით 800 ლარი მიიღო.
„დალხენილი იქ არავინ მიდის. სამი ინსტანცია გვაწვალეს, ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ“, – აცხადებს ადვოკატი რაისა ლიპარტელიანი.
ვრცლად: რადიო თავისუფლება




































































