https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გიას მე და დედაჩემი ლიფტში ვემალებით”

6:07; 15.07.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს ქართველი ხელოვანების მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. იმედია, მკითხველი მცირე ხნით დაისვენებს და საყვარელ თანამემამულე მსახიობებსა და მომღერლებს კიდევ ერთხელ გაიხსენებს.

ჩვენი პირველი სტუმარი სახელოვანი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე იქნება. ბატონი ბიძინა იუმორის განსაკუთრებული გრძნობით გახლდათ დაჯილდოებული.

ერთხელ ნიკო ლეკიშვილი, გია ყანჩელი, რობიკო სტურუა და ბიძინა კვერნაძე ერთად იყვნენ და ნიკომ მეგობრებს რაჭაში გასეირნება შესთავაზა.

 „კი მაგრამ, მანქანით ოთხი საათი ცოტა ძნელია მგზავრობაო, თქვეს. ნუ გეშინიათ, ვერტმფრენით შეიძლება გადაფრენა-მეთქი, – იხსენებს ბატონი ნიკო, – ბიძინამ უცებ მიპასუხა, რას ამბობ, მაგით ვერ წამოვალ, ეგ მიქელ-გაბრიელის „პრავიზიონკაა“, როცა უნდა, ხელს მაშინ გაუშვებსო.

ჩავედით რაჭაში, ბუნებაში ვართ და, სანამ სუფრასთან მივიდოდით, პატარა წყალი უნდა გადაგველახა. ყველა გადავიდა. მოვკიდე ბიძინას ხელი და მოდი, გადავიდეთ, სუფრა იქითა მხარესაა გაშლილი-მეთქი. მე რა, ნახიმოვი ვარ, ამაზე რომ გადავიდე? მანქანით გადამიყვანეთო“.

ცნობილ მომღერალ გია ჭირაქაძეს იმდენი სასაცილო და უცნაური ამბავი გადახდენია თავს, რომ მათი მოგონებებით ხშირად ანებივრებს მკითხველს. ერთხელ თურმე ბატონი გია და მისი შეყვარებული ქუჩაში მოდიოდნენ:

„მე ამ გოგოს ვეპრანჭები, თავს ვაწონებ, ვუხსნი, რომ კაცმა ქალის გამო თავი უნდა გაწირო, რომ მას უნდა გაუფრთხილდე, ხელისგულზე ატარო, ეთაყვანო და… გავიხედე, ვიღაც ბიჭს წიხლქვეშ ჰყავს გაგდებული გოგონა და რაც ძალი და ღონე აქვს, გამეტებით ურტყამს.

ვერ მოვითმინე, ვეცი იმ ბიჭს და მაგარი მოვდე. ძირს რომ დაეცა, ხელი დავუჭირე და ვუთხარი, აზრზე მოდი, რას აკეთებ-მეთქი. მიპასუხა, ნუ მიჭერ ხელს, არ დაგარტყამ, ქალთან ერთად ხარო. გადავირიე და კიდევ ერთი მოვდე: შე კაი კაცო, ამდენი თუ გესმის, რომ ქალთან ერთად არ შეიძლება მუშტზე ყურება, ეს ქალი რომ გაგიგდია და ურტყამ, ნამუსი არა გაქვს? თბილისელი მაინც არა ხარ? არ იცი, რომ ამ ქალაქში ასეთი რამეები არ მოსულა, ძმაო, აზრზე მოდი-მეთქი. დაფიქრდა. ამომხედა და ჩუმად მითხრა, მართალი კი ხარ, მაგრამ კაცის ბუნება ხომ იცი, თან საყვარელ ქალსაც ხომ გააჩნია, ამ ურთიერთობაში თბილისელობა და კაი ბიჭობა არ ჭრისო“.

გია ჭირაქაძე კიდევ ერთ „შემთხვევას“ გაიხსენებს:

„ერთხელ ზურაბ ანჯაფარიძესთან ერთად სუფრასთან ვისხედით და ვქეიფობდით. გოგი დოლიძემ დაიწყო სიმღერა, ჩვენც ავყევით. ზურაბს ორი უცხოელი კოლეგა – ოპერის მომღერალი ახლდა თან.

გოგის სუფრაზე „სტოსი“ მიჰყავდა. დაასრულებდა ერთ სიმღერას და წამოიწყებდა მეორეს. უსმინა, უსმინა ბიძინა კვერნაძემ, მერე ადგა, მიუახლოვდა ზურაბს და ყურში ჩასჩურჩულა: მაგ შენს სტუმარ კოლეგებს უთხარი, ა, ბატონო, სიმღერა ამას ჰქვია, აბა ის არის სიმღერა, რომ დადგებით სცენაზე, დააღებთ პირს ამხელა კაცები და გაჰკივითო? ზურაბი გადაბჟირდა სიცილით. ჩააცივდნენ კოლეგები, რა გითხრა ამ კაცმა ასეთიო, მაგრამ ამას როგორ გაუმხელდა? ერთი კი უთხრა, ამ კაცის ნათქვამი რომ გაიგოთ, ნამდვილი თბილისური იუმორი უნდა გესმოდეთ და, თუ ამ ქალაქში არ ხართ დაბადებულ-გაზრდილი, ისე ვერ გაიგებთ, გეწყინებათ და ამიტომ ვერ გავამხელო“.

გია ფერაძეს ხშირად ვიხსენებ და ამ ტრადიციას ამჟამადაც არ დავარღვევ. მსახიობის ძმა, ილიკო ფერაძე, ტრაგიკული ბედის პიროვნებაზე, უნიჭიერეს მსახიობზე და საკუთარი ოჯახის წევრებზე მოგვიყვება:

 „მე და გიას ოჯახის შექმნისას პირველად არ გაგვიმართლა და ორივე სხვადასხვა დროს დავშორდით ცოლებს. მერე მეორედ დავოჯახდით. მე მეორე ცდაზე გავჩერდი, გიამ კი გააგრძელა მარათონი. თითოსთან თითო შვილი შეგვეძინა. როცა მომრავლდნენ შვილიშვილები, როგორც რუსის დედა თავის ხუთ შვილს – ხუთივე ვანიას მამის სახელებით არჩევდა, ისე ვარ მეც. ყველა რომ შეიკრიბება და ოთახებში დარბიან, დავიჭერ რომელიმეს და ვეკითხები, რომელი ხარ შენ? შენს დედას რა ჰქვია? და მერე ვცნობ.

ერთხელ დედაჩემს, თინა ჟორჟოლიანს, დაურეკა ვიღაც ქალმა. ქალბატონი თინა ბრძანდებით, გია ფერაძის დედა? დიახ, – უპასუხა დედამ. თუ შეიძლება, თქვენთან საქმე მაქვს. სახლიდან თუ არ გადიხართ, ცოტა ხანში შემოგივლითო. მობრძანდით, ქალბატონო, – უპასუხა დედამ. ათიოდე წუთში ორი გაპრანჭული მანდილოსანი მოვიდა. პირდაპირ საქმეზე გადავალ, – თქვა ერთ-ერთმა. ქალბატონო თინა, ჩემი არასრულწლოვანი ქალიშვილი რამდენიმე დღეა სახლში არ მოსულა. მითხრა, მეგობართან მივდივარ აგარაკზეო და, როგორც გავიგე, თურმე თქვენს ვაჟიშვილთან, გიასთან ერთად ყოფილა ეს დღეები და ძალიან გთხოვთ, მიხედეთ თქვენს შვილსო.

თინას ჩაეღიმა და უპასუხა: მე რა უნდა მივხედო, ქალბატონო, ჩემს შვილს? ამ მოხუც დედაჩემს ხომ ხედავთ. გია ფერაძეს ქალი რომ მოუნდება, მე და დედაჩემი ლიფტში ვემალებით. ასე რომ, გირჩევნიათ, თქვენ თვითონ მიხედოთ თქვენს ქალიშვილსო“.

ნანული სარაჯიშვილის მანქანა „რენო მოსკვიჩი“ კინოშიც კია გადაღებული – „გარიგებაში“. ქალბატონი ნანული იხსენებს, როგორი ოინი მოუწყო მას გოგა პიპინაშვილმა:

„სადღაც ივლისის შუა რიცხვებში გამოვიყვანე მანქანა და წავედი კიდეც გადაღებებზე, ერთ ამბავში ვიყავი, ძალიან ვუფრთხილდებოდი, წამდაუწუმ სასტუმროდან ვუყურებდი, ჩავდიოდი, ვაპრიალებდი. გოგა პიპინაშვილმა ჩაავლო ხელი ამ მომენტს და „გამიჩალიჩა“… ინსპექტორმა გამაჩერა, ეს მანქანა ვისიაო? როგორ ვისია, ჩემია-მეთქი, გავიჯგიმე. საბუთები, თუ შეიძლებაო. ვიცი, რომ საბუთები წესრიგში მაქვს, ამოვიღე დიდის ამბით. უყურებს მანქანის ნომერს, იყურება საბუთებში, შემხედავს მე, ბოლოს მეუბნება, თქვენი მანქანა არ არისო. რას ლაპარაკობ-მეთქი, გავგიჟდი. გავიხედე, უკან „სიდენიაზე“ ჩემი შლაპა დევს. როგორ, მანქანაც ჩემია და აგერ შლაპაც-მეთქი. შლაპა არ ვიცი, გადმოდი, ნომრები ნახეო. გადმოვედი, შევხედე და სხვა ნომრებია, გული გამისკდა. წამიყვანეს ინსპექციაში, იყო ერთი ამბები. მერე გაირკვა, რომ პიპინაშვილმა შემიცვალა ნომრები. თან ინსპექცია გააფრთხილა, გააჩერეთ და აწრუწუნეთო. მთელი კვირა არ ველაპარაკებოდი გოგას, მერე დიდი პურმარილი იკისრა და ძლივს შემირიგა“.

ზურაბ ყიფშიძის მშობლები – ელენე ყიფშიძე და ავთო ვერულეიშვილი ხშირად თამაშობდნენ სპექტაკლებში ერთად და მრავალი სასაცილო ამბავიც გადახდენიათ თავს.

„მახსოვს, მამას ხშირად ავიწყდებოდა ტექსტი, – იხსენებს ზურა, – დედა თამაშობდა კინტოს. ერთ-ერთ სცენაში ლენა ცეკვავდა, ავთო უნდა შემოსულიყო და ეკითხა: „საით მიდიხარ?“ ლენა კიდევ მთელი მონოლოგით პასუხობდა ამ კითხვას. ერთხელაც მამაჩემს დაავიწყდა ტექსტი და „ნნნ”  -იძახის. ლენა ცეკვავს, თან ხმადაბლა ეუბნება: რა „ნნნ”, თქვი, ბიჭო, თან ცეკვას აგრძელებს – მეორე „კრუგზე“ წავიდა. მამაჩემმა ბოლოს ჰკითხა – „სადა მუშაობ?“ სად უნდა მუშაობდეს კინტო? ლენამაც გასცა რა პასუხი –  „ლიხაჩოვის ქარხანაში, შენი დედა ვატირე!“

ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, ზინა კვერენჩხილაძე, უბადლო ნიჭთან ერთად, მაღალი ზნეობითა და პატიოსნებითაც გამოირჩეოდა. ქალბატონი ზინა განსაკუთრებით ვერ იტანდა ბილწსიტყვაობას და ამის გამო კოლეგა მამაკაცებს მისი ხელიც კი მოხვედრიათ. რეჟისორი გოჩა კაპანაძე ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს:

„ქალბატონი ზინა ყოფილი სპორტსმენია. საქართველოს ჩემპიონი იყო ფარიკაობაში და მტერს მოხვდა მისი ხელი. კახი უწმაწურ ანეკდოტს ყვებოდა და ზინამ უთხრა: ხომ გაგაფრთხილე, ჩემი თანდასწრებით არ ახსენო ცუდი სიტყვებიო. ჰოდა, ამაზე შეჰყვნენ: გაიქცა ბატონი კახი, გაეკიდა ქალბატონი ზინა, ამ დროს წაიქცა კახი და მოიტეხა ფეხი. ამას კახი ყვება კარგად: რომ წავიქეცი, ისეთი თვალებით მადგა ზემოდან ზინა, რომ ვიყვირე, არ მომკლა, არ მომკლა-მეთქი. მერე მთელი ორი თვე დადიოდა კახისთან სახლში ქალბატონი ზინა ხაშითა და არყით. კახიმაც ისარგებლა თავისი მდგომარეობით და მშვენივრად შეიფერა”.

ჩვენი საყვარელი მედეა ჩახავა თურმე ძალიან არაპუნქტუალური ყოფილა და ყველგან და ყოველთვის აგვიანებდა, მერე თავისი დაგვიანების გასამართლებლად სხვადასხვა ისტორიას იგონებდა.

ერთხელ თავისი ვაჟის, ბატონი თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მონაწილეობდა და იქაც, რა თქმა უნდა, დაიგვიანა. თემური ეკითხება, რატომ დააგვიანეო და მედიკო პასუხობს: იცით, რა არის? თემური დილით ადგა, საჭმელი უნდა გამეკეთებინა, მერე მაკა გავუშვი თეატრში, რაღაცა, რაღაცა, რაღაცა… – და არ ჩერდება, მიზეზებს იგონებს. უცებ თემური ეუბნება: დედა, დღეს როდის გააკეთე საჭმელი და როდის მაჭამე? მაშინ მიხვდა მედეა, რომ ამას თავის შვილს უყვებოდა და არა სხვა რეჟისორს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

"ჩვენი ბიჭის 90 წლის იუბილე" და "მზიანი გულის კაცი" ხელოვნების სასახლეში

სპეცოპერაციამდე სუს-ი აჰმედ ჩატაევთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა

ყველა სიახლე

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო