https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გიორგი ბადრიძე: “ძალაუფლების შენარჩუნებას ეწირება საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობა”

13:02; 27.07.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პარტნიორი ქვეყნების არაერთგზის მოწოდებისა, 2024 წლის 28 მაისს, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მაინც მიიღო კანონი, რომელიც “რუსული კანონის” სახელითაა ცნობილი და ისტორიას ასეც შემორჩება. კანონის მიღებას წინ უძღოდა დაკავებები, პროტესტანტთა ცემა, ოფისებთან, საცხოვრებელ ბინებთან შეურაცხმყოფელი წარწერების გაკეთება და აქციების დარბევა. ძალაუფლების გადამეტების ან ძალადობის ფაქტზე არავინაა მხილებული, რაც ქვეყანაში უკანონობის, დაუსჯელობის, უსამართლობის განცდას ამძაფრებს. ჩნდება პერსპექტივა, რომ საქართველოს მოუწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას სამუდამოდ დაემშვიდობოს და ქვეყანაში რუსეთის მსგავსი მმართველობის რეჟიმი დამყარდეს.

რა ჰქონდა და რა დაკარგა საქართველომ? “გურია ნიუსის” ამ კითხვას პასუხობს დიპლომატი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი. გიორგი ბადრიძე

_ ბატონო გიორგი, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. “რუსული კანონის “მიღებამ, ჩვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას?

_ მარტივად რომ შევაჯამოთ, სახეზე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების არჩევანი საკუთარი ქონების შესანარჩუნებლად, არადემოკრატიულად, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების სანაცვლოდ. ეს ინტერესი ჩამოყალიბებულია საუკუნეების განმავლობაში, როგორც მისწრაფება, დაუკავშირდეს ევროპულ ცივილიზაციას, ევროპულ ოჯახს, რომლის ნაწილიც ჩვენ ვიყავით ისტორიულად და რასაც ისტორიულად დაგვაშორა ბედუკუღმართობამ. ის, რასაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, ამის შესაძლებლობა დღეს მიეცა საქართველოს. პირველად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ევროკავშირმა, ევროპის ისტორიაში და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა სოციალურ – პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გაერთიანებამ გადაწყვიტა, რომ მას შეუძლია თავის წევრად მიიღოს საქართველოც. და აი, ამ დროს, მისი ხელისუფლება უარს ამბობს შეასრულოს ელემენტარული წინაპირობები, რომელიც არ წარმოადგენს ევროკავშირის მოთხოვნას, რომ მას გავუკეთოთ რამე! ევროკავშირის მთავარი პირობაა, რომ ქვეყანა, რომელიც აპირებს გაერთიანებაში წევრობას, იყოს დემოკრატიული, ექცეოდეს საკუთარ ხალხს ცივილიზებულად, რომ ამ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, სახელმწიფოში არსებობდეს კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, მმართველობა ხორციელდებოდეს დემოკრატიული წესებით. როგორც ჩანს, ოლიგარქიულ რეჟიმს მიაჩნია ეს წინააღმდეგობაში საკუთარ ინტერესებთან, საკუთარ შესაძლებლობებთან, რომ გააგრძელოს პირდაპირი კონტროლი ხელისუფლების შტოებზე და ამ კანონით, ბოლოს სცადა ერთი დარჩენილი თავისუფალი სივრცის გაკონტროლება, როგორიც იყო სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია საშუალებები. წინასწარ ნათლად იყო ნათქვამი, რომ ეს იყო შეუთავსებელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ეს ევროკავშირმა გარკვევით უთხრა “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ამის და ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს კანონი იქნა მიღებული, როგორც სიმბოლო პოლიტიკური არჩევნისა, დასავლეთისგან შებრუნების და რუსეთისკენ, ჩინეთისკენ და ირანისკენ შემოტრიალებისა. და სამწუხაროდ, ამ გეზის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველო აღმოჩნდება იზოლირებული, ძალიან ღარიბი და პირდაპირ რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ვასალი პროვინცია. ერთადერთი შესაძლებლობა, რათა საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას, რომელიც საქართველოს მიიყვანს კეთილდღეობასთან, სტაბილურობასთან, მშვიდობიან განვითარებასთან ეს არის ოქტომბრის არჩევნებში ამ ხელისუფლების გასტუმრება და ისეთის არჩევა, რომელიც გააერთიანებს ევროკავშირში და დააბრუნებს თავის ნამდვილ მოკავშირეებთან.

_ როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ დავუბრუნდეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს? მხოლოდ ე.წ. “რუსული კანონის” გაუქმება საკმარისი იქნება?

_ ევროკავშირის და შეერთებული შტატების მხრიდან იყო გაჟღერებული პირდაპირ, რომ ეს კანონი შეუთავსებელია როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის სულისკვეთებასთან და კონკრეტულად ამ კანონზე იყო ყურადღება გამახვილებულ., მაგრამ, ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას ნათლად აქვს დემონსტრირებული, რომ ის არ აპირებს ამ კანონის უკან გაწვევას, მან გადაწყვიტა არც კი მოაჩვენოს თავი ვინმეს, რომ ცდილობს დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას საქართველოში _ ის პირდაპირ რუსული გეზით მიდის, სადაც ყალიბდება ძალაუფლების ვერტიკალი და ეს კანონი არის გამოხატულება, ამ ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბების გზაზე.

_ ბატონო გიორგი, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, იქნებ შეაფასოთ, რა რეალური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს, მომავალს, დღევანდელი ხელისუფლების არადიპლომატიურმა განცხადებებმა დასავლეთის და აშშ-ს მიმართ?

_ ძალიან საინტერესო, რბილად რომ ვთქვა, დამაფიქრებელია: ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში გვაშინებს კონფლიქტით რუსეთთან _”აბა, ომი გინდათ? ” _ ლოზუნგით და ამ პასუხით ყველაფერზე (ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მცოცავი ოკუპაციის დროს…), აი, ეს ხელისუფლება უკიდურესი აგრესიით ლაპარაკობს დასავლეთზე! გამომწვევი ქცევა აქვს დასავლეთისადმი, თან ეძახის “გლობალური ომის პარტიას” და თან, მას ყველანაირად თავს ესხმის! მე არ მესმის, თუ ამ ხელისუფლებას ეშინია რუსეთის, რატომ ცდილობს შევიდეს კონფლიქტში ყველაზე უფრო განვითარებულ და ძლევამოსილ გაერთიანებასთან _ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჯამში, მათ გაერთიანება ნატოსთან?! ის, რომ არც რუსეთთან ომის საკითხი არის მათი მხრიდან გულწრფელად დაყენებული და დასავლეთის მიმართ თვალთმაქცურ, არაჯანსაღ პოლიტიკას ატარებს, აი, ეს დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: ამ ხელისუფლებამ დიპლომატიაში გამოიჩინა თავი სრული არაპროფესიონალიზმით. ამის მიზეზი ისიც არის, რომ დიპლომატიური სამსახური მან დიდი ხნის წინ აქცია პოლიტიკურ სამსახურად, სადაც პოლიტიკური ნიშნით ინიშნება დიდი ნაწილი. ყველას არ ვეხები, პროფესიონალებიც არიან იქ, მაგრამ როცა შენი დიპლომატია, პირველ რიგში, პოლიტიკოსების სახით თავს ესხმის ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო და აგრესიული ენით იმათ, ვისაც ადრე საქართველოს მოკავშირედ მიიჩნეოდა, უცნაურია. ტრამპზე თავდასხმის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ რამდენიმე საათში ისეთი განცხადებები გააკეთა, რომელიც შეერთებულ შტატებში ტრამპის ყველაზე რადიკალურ მომხრეებსაც არ გაუკეთებიათ “ომის გლობალური პარტიის” და “ლიბერალი ფაშისტების” რაღაც კვალზე! ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო ხელისუფლებაა ჩემი გამოცდილებით _ გამსახურდიას პერიოდიდან ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში და ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები მოსმენილი არ მაქვს 1991 წლიდან დღემდე.

_ უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა გვქონდა და რა დავკარგეთ? ანუ რა შეიცვლება საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის და აისახება თუ არა დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება მოსახლეობაზე?

_ აისახება პირდაპირ და ვისაც ჰგონია, რომ ამ კანონს მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მათ თანამშრომლებზე ექნება გავლენა, მათ არ წარმოუდგენიათ მასშტაბი დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები უწევდა ჩვენს ქვეყანას. პირველ რიგში, საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებას პირდაპირ ბიუჯეტს და უამრავ პროექტს, რომელსაც გავლენა აქვს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე; ეს არის გზები, წყალსადენები, ჯანდაცვის პროგრამები, რომელმაც საქართველოში აღმოფხვრა “ც” ჰეპატიტი, როგორც დიდი ეპიდემია. საგანმანათლებლო პროგრამები, რომლითაც ათასობით ახალგაზრდამ შეძლო საუკეთესო განათლების მიღება. ეს არის ერთი, რომ ყოველწლიურად, აქამდე, ჩვენ ვიღებდით მრავალი ასეული მილიონი დოლარის და ევროს დახმარებას და მეორე ის, რომ 2002 წლიდან, საქართველოს გაუჩნდა უშუალოდ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა კონკრეტული მექანიზმით, რომლიც, ჩვენი მხრიდან ვალდებულებების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, 2030 წელს დასრულდებოდა ევროკავშირის წევრობით. რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა, შეგვიძლია თვალნათლივ ვნახოთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე, როდესაც იქ არამარტო პოლიტიკური სტაბილურობა და მშვიდობა გამყარდა, არამედ მათი კეთილდღეობა მრავალჯერ გაიზარდა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც კი, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირს _ ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას კეთილდღეობის კუთხით უფრო მაღალი პოზიცია უკავია, ვიდრე უამრავ სხვა ქვეყანას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომელსაც გააჩნია უამრავი ბუნებრივი რესურსი. ესტონეთში, რომელსაც არ აქვს არანაირი ბუნებრივი რესურსი, ორჯერ და სამჯერ უფრო მაღალი საშუალო ხელფასი და პენსიაა. ამ ხელისუფლებაში კი ყველა დაკავებულია საკუთარი სიმდიდრით, ყველა უცებ გახდა მილიონერი! ამ ხალხის კეთილდღეობის და მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას ეწირება საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობა და საუკეთესო პერსპექტივა მათი შვილებისთვის.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გიორგი ბადრიძე
გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში

13:56; 6 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ახალი თანამშრომლები არ დანიშნულან” _ ჩოხატაურის მერია

12:45; 4 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ექსპრემიერის წერილი და გამოკითხვები: ვინ რას ამბობს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე

21:11; 3 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობის ახალი ინიციატივა: არასრულწლოვნებისთვის ე.წ. სქროლზე დგომა დარეგულირდება

10:04; 3 სექტემბერი, 2026

„სატანის მეჯლისი"_ გოგა ხაინდრავა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ეხმაურება

ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო