გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად 62.49 დოლარი განისაზღვრა, რაც 1.41%-იან ზრდაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში ზრდამ 1.36% შეადგინა და ბარელზე 65.41 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება საქართველოს, საწვავის ფასები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე არ შეცვლილა.
ვრცლად: BPN