ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

“ჩვენი სკოლისა და რაიონის პედაგოგიურ საზოგადოებას გამოაკლდა ღირსეული და დამსახურებული წევრი ჯემალ მამარდაშვილი
ბატონი ჯემალი ნახევარ საუკუნეზე მეტი პირუთვნელად და უანგაროდ ემსახურებოდა მოზარდების აღზრდისა და განათლების საქმეს. იგი იყო უაღრესად პასუხისმგებლიანი, ნიჭიერი და ინტელექტუალური პიროვნება.
გამოჩეულად შრომისმოყვარე და საქმისადმი უსაზღვროდ ერთგული. ყოველთვის იმსახურებდა კოლეგებისა და მთელი მუნიციპალიტეტის კულტურული საზოგადოების პატივისცემას.
განსაკუთრებული იყო მისი უანგარო წრფელი და თბილი დამოკიდებულება როგორც კოლეგების, ისე თითოეული მოსწავლის მიმართ. ის ყოველთვის იყო და მუდამ იქნება სულის სიძლიერისა და სიმტკიცის, მიზნისკენ სწრაფვის, სულისკვეთების, პატიოსნებისა და ერთგულების ნათელი მაგალითი მისი კოლეგებისა და მოსწავლეებისათვის.
ჯემალ მასწავლებელი ყველა დროში თავის მოსწავლეებს საუკეთესო იდეებს აზიარებდა, რადგან თავად იყო კეთილშობილებისა და სინდისის განსახიერება.
ჯემალ მასწავლებელი მხოლოდ თავისი საგნის პედაგოგი არ ყოფილა, იგი ჩვენთვის ცხოვრების დიდი მასწავლებელიც იყო. ის ყოველთვის გრძნობდა მისი, როგორც მოძღვრის, განსაკუთრებული მისიას და სამართლიანობის, რწმენისა და სიკეთის გზას უჩვენებდა აღსაზრდელებს.
ბატონი ჯემალი სამგალითო იყო თავისი ოჯახით, ვაჟითა და ქალიშვილებით, შვილიშვილებით. ის უაღრესად გულთბილი მამა და ბაბუა გახლდათ.
ჯემალ მასწავლებლის სპეტაკი სული ზეციურ საქართლოში დაივანებს ,,მართალთა თანა”, რადგან ღვთისა და ქვეყნის წინაშე უანგაროდ აღასრულა ამქვეყნიური ვალი. _ წერია გოგოლესუბნის საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.


































































