რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ქონება ჩამოართვას იმ პირებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, _ იუწყება theins.ru.
დოკუმენტის თანახმად, ქონებას ჩამოართმევენ იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული „რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ“ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლით _ ესენია „უცხოური ინტერესების გამტარებელი აგენტის საქმიანობის პროცედურების დარღვევა“ და „ექსტრემისტული მასალების გავრცელება“.
„მათ, ვინც საზღვარგარეთ გაიქცნენ და იქიდან, დასავლელი სპონსორების დახმარებით, ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ მოწოდებებს აკეთებენ, ნაციზმს ამართლებენ და ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შეურაცხყოფენ, უნდა ესმოდეთ: ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე. როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის“, _ განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.



































































