https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სიღარიბის ძლევა თუ ღარიბების “გაქრობა”? _ ვის შეეხება პრემიერის ახალი დადგენილება და რა ხდება გურიაში

16:47; 26.05.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში სოციალური პოლიტიკა უმსხვილესი რეფორმისა და, პარალელურად, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდა. პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის ხმაურიან განცხადებას, რომ ქვეყანაში 30 ათასამდე ადამიანი “ფიქტიურად” იყო დასაქმებული, ზურგს უმაგრებს მთავრობის ახალი, რეზონანსული დადგენილება.

7 მაისს ხელმოწერილი ცვლილებით, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ავტომატურად, ყოველგვარი კომპლექსური შეფასების გარეშე ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1 250 ლარს ან მეტს შეადგენს.

რა რეალობის წინაშე დგება გურიის რეგიონი ახალი ბიუროკრატიული ფილტრებისა და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის გაუქმების შემდეგ?

პრემიერის ვერდიქტი:  “უსარგებლო და ფიქტიური პროგრამა გავაუქმეთ“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა, რომელთა მიხედვითაც 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 25 ათასით შემცირდა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ ეს კლება რეალური არ არის და მას მთლიანად ფორმალური ხასიათი აქვს.

პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღნიშნული სტატისტიკური ვარდნა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2022 წელს ინიცირებული “სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის” გაუქმებამ განაპირობა, რომელიც მიმდინარე წლიდან ოფიციალურად შეწყდა. კობახიძის თქმით, 300-ლარიანი სამუშაო ადგილები რეალურად ფიქტიური იყო და უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრას არ ემსახურებოდა.

“დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი _ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 000 ადამიანი, შეიძლება ითქვას, იყო ფიქტიურად დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, თუმცა სინამდვილეში ისევ იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა სიღარიბის კლების გლობალურ მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბის დონე 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბე 90 ათასმა მოქალაქემ დაძლია. მართალია, ხელისუფლება წარმატებაზე საუბრობს, თუმცა, კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ 300-ლარიან დასაქმების პროგრამას მმართველი გუნდი მანამდე თავადვე იყენებდა საარჩევნოდ, როგორც ადმინისტრაციულ რესურსს.

მკაცრი კრიტერიუმები,  გაციფრულება და გასაჩივრების უფლება

ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობენ, განმარტავენ, რომ სოციალური კრიტერიუმები 5 წელზე მეტია, არ განახლებულა და მიმდინარე რეფორმა საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ განაწილებას ემსახურება.

მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში (შემოსავლების სამსახურის მონაცემებით) ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან აღემატება 1 250 ლარს, ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების გარეშე უწყდება ბაზაში რეგისტრაცია.

ამ საკითხის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირინა წაქაძე. მისი თქმით, ახალი წესით რეალურად განსაკუთრებული არაფერი იცვლება, რადგან სოციალური აგენტის მიერ ოჯახის სრულყოფილი გადამოწმების შემთხვევაში, ამ მოქალაქეებს დახმარება მაინც შეუწყდებოდათ. თუმცა, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეებს აქვთ სამართლებრივი ბერკეტი, გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და სააგენტოს ხელახალი გადამოწმება მოთხოვონ.

სისტემის გაძლიერება და ონლაინ–რეგისტრაცია:

რა იცვლება პირველი ივლისიდან?

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა “ადამიანური კაპიტალის” პროგრამის ფარგლებში სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. აღნიშნული პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს, 2028 წლამდე გაგრძელდება და ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროებს მოიცავს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროგრამის პირველი ეტაპი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. კერძოდ:

პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ _ ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ (ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც).

ასევე, პირველი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადა, რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახებს, ფინანსური დახმარება გაცილებით სწრაფად მიიღონ.

ადგილობრივი ოპოზიცია:  “ეს არის ბიუროკრატიული რეპრესია და სოფლების დაცლა“

ხელისუფლების ოპტიმისტურ არგუმენტებს რეგიონულ ჭრილში მწვავე კრიტიკით პასუხობენ ოპოზიციურ სპექტრში. პარტიის “გახარია საქართველოსთვის”  წარმომადგენელი ჩოხატაურში,  რომან კალანდაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი ადმინისტრაციული ბარიერები ისედაც მძიმე დემოგრაფიული კრიზისის წინაშე მყოფ სოფლებს საბოლოო დარტყმას მიაყენებს:

“ძალიან სენსიტიური თემაა. მაგრამ ეს ისედაც დაცლილ სოფლებს საერთოდ დაცლის. როდესაც სახელმწიფო ადამიანს შემწეობას გაუუქმებს, ის თავის სარჩენად იძულებული გახდება, მშობლიური კერა მიატოვოს და სხვაგან წავიდეს. დახმარებების მოხსნის დაჩქარების ნაცვლად, მთავრობამ პირველ რიგში რეალური სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, რათა ეს ადამიანები აღარ იყვნენ სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულნი“, _ ამბობს კალანდაძე.

კიდევ უფრო მკაცრია შეფასებებში პარტია “ახალის” ჩოხატაურელი ლიდერი, ბაჩო ახალაძე. მისი თქმით, სოციალური დახმარების ე.წ. რეფორმის ინიციატივა სინამდვილეში სიღარიბესთან ბრძოლა კი არა, ღარიბი ადამიანების სტატისტიკური “გაქრობაა”:

“ხელისუფლება ხალხს ეუბნება _ თუ ოჯახს ერთ წევრზე ჯამში 1 250 ლარი გაქვს, თურმე, აღარ ხარ სოციალურად დაუცველი. რეალობაში კი 1 250 ლარი დღეს არც ღირსეული ცხოვრების, არც მედიკამენტების, არც კომუნალური გადასახადების და არც ელემენტარული კვების გარანტიაა, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ხელისუფლება ადამიანის დასაქმებას კი არ ახალისებს, არამედ ადამიანებს სჯის იმისთვის, რომ ცოტა მეტი შემოსავალი გაუჩნდეთ. როდესაც ათასობით ოჯახს მხოლოდ ფორმალური კრიტერიუმით უქმდება დახმარება, ეს არის ბიუროკრატიული რეპრესია ღარიბების წინააღმდეგ. ხელისუფლება ადამიანებს სტატისტიკიდან აქრობს და არა სიღარიბიდან“, _ ამბობს ახალაძე.

მიმდინარე პროცესებში ექსპერტები დამატებით რისკს იმაშიც ხედავენ, რომ მაღალი ინფლაციისა და გაძვირებული პროდუქტების ფონზე, ერთ წევრზე დაწესებული ლიმიტი ბევრ ოჯახს აიძულებს, უარი თქვას ლეგალურ მუშაობაზე. სახელმწიფო გარანტიების შენარჩუნების მიზნით, მოქალაქეებმა შესაძლოა არაფორმალურ, დაურეგისტრირებელ შრომასა და ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაინაცვლონ.

ციფრების ენა:  რა რეალობაა გურიის მუნიციპალიტეტებში?

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე განახლებული ოფიციალური მონაცემები ნათლად ადასტურებს, თუ რა მასშტაბის გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შეჩერებამ გურიის რეგიონზე. სულ რაღაც ხუთ თვეში (2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მაისამდე), რეგიონის მასშტაბით პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა 4 772 პირით შემცირდა. თუ გასული წლის დეკემბერში გარანტირებული სოციალური სტატუსით პროგრამაში 2 652 ოჯახი (12 334 პირი) მონაწილეობდა, მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, ეს ციფრი 1 649 ოჯახამდე (7 562 პირამდე) ჩამოვიდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით სტატისტიკური კლება ასე ნაწილდება:

ჩოხატაური: 2025 წლის დეკემბერში დასაქმების პროგრამაში ჩართული იყო 682 ოჯახი (3 160 პირი), ხოლო 2026 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 328 ოჯახამდე (1 467 პირამდე) შემცირდა. შესაბამისად, პროგრამიდან 1 693 ადამიანი გამოეთიშა.

ოზურგეთი: გასული წლის ბოლოს პროგრამით სარგებლობდა 1 022 ოჯახი (4 984 პირი), მიმდინარე წლის მაისში კი მათი რაოდენობა 709 ოჯახამდე (3 458 პირამდე) შემცირდა, რაც 1 526 პირით ნაკლებია.

ლანჩხუთი: დეკემბერში პროგრამაში დასაქმებული იყო 679 ოჯახი (3 090 პირი), მაისში კი _ 369 ოჯახი (1 647 პირი). აქ კლებამ 1 443 ადამიანი შეადგინა.

ქალაქი ოზურგეთი (მუნიციპალიტეტის ნაწილი): 2025 წლის ბოლოს პროგრამაში ფიქსირდებოდა 269 ოჯახი (1 100 პირი), ხოლო მიმდინარე წლის მაისში _ 243 ოჯახი (990 პირი), რაც 110 პირით ნაკლებია.

საარსებო შემწეობის მიმღებთა  მატება

დასაქმების პროგრამის გაუქმების პარალელურად, მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა, კვლავ მხოლოდ  სოციალური დახმარების იმედად დარჩენილიყო, რამაც ბაზაში რეგისტრირებულთა ზრდა გამოიწვია.

გურიის რეგიონში, 2025 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას სულ 3 928 ოჯახი (14 547 პირი) იღებდა. 2026 წლის მაისის განახლებული მონაცემებით კი, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 289 ოჯახამდე (16 989 პირამდე) გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც ხუთ თვეში, გურიაში სოციალური დახმარების მიმღებთა სიას 361 ახალი ოჯახი (2 442 პირი) დაემატა.

კონკრეტული რაიონების მიხედვით, მაისის თვის მონაცემებით საარსებო შემწეობის სტატისტიკა ასე ნაწილდება:

ოზურგეთის რაიონი: 1 373 ოჯახი (6 058 პირი); ლანჩხუთის რაიონი: 1 285 ოჯახი (5 009 პირი); ჩოხატაურის რაიონი: 754 ოჯახი (3 233 პირი); ქალაქი ოზურგეთი: 877 ოჯახი (2 689 პირი).

იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ბრალდება “ფიქტიურ დასაქმებაზე” პირდაპირ ეხება ათასობით ადგილობრივ ოჯახს, ჩვენი გამოცემა აგრძელებს თემის შესწავლას. რედაქცია ოფიციალური წერილით მიმართავს როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე გურიის მუნიციპალიტეტების მერიის შესაბამის სამსახურებს, რათა გამოვითხოვოთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამდენი ოჯახი მიიჩნია ხელისუფლებამ “ფიქტიურად დასაქმებულად” ჩვენს რეგიონში და რა ალტერნატივას სთავაზობს მათ სახელმწიფო. მიღებულ პასუხებსა და ოფიციალურ დოკუმენტებს “გურია ნიუსი” მომდევნო ნომრებში  შემოგთავაზებთ.

კურორტებისა და მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური სტაბილურობის მიზნით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს საჯარო სექტორსა და მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში მუშაობის სანაცვლოდ 300 ლარი ეძლეოდათ, პარალელურად კი სახელმწიფო მათ საარსებო შემწეობას 4 წლის განმავლობაში უნარჩუნებდა.

როგორ აისახება პრემიერ კობახიძის მიერ ხელმოწერილი ახალი 1250-ლარიანი დადგენილება გურიის მუნიციპალიტეტებზე და რეალურად რამდენი ოჯახი დარჩება საერთოდ დახმარების გარეშე შემოსავლების სამსახურის ფილტრის სრული ამოქმედების შემდეგ, ეს უახლოეს თვეებში, ახალი ბაზების გამოქვეყნებისთანავე გახდება ცნობილი.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ბაჩო ახალაძეირაკლი კობახიძერომან კალანდაძესაარსებო შემწეობა
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ტრამპი წერს, რომ ეს  წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მეგობრული კავშირების განსაახლებლად

"ბახმარო უნიკალური "ჩიტის ბუდეა", რომელშიც სპილოს მოთავსება სურთ" _  ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო