https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბახმარო უნიკალური “ჩიტის ბუდეა”, რომელშიც სპილოს მოთავსება სურთ” _  ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

17:30; 26.05.2026
მთავარი, საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კურორტი ბახმარო უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა ფლორა–ფაუნით და სამკურნალო კლიმატით საუკუნეზე მეტია, საქართველოს ერთ–ერთ მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენს. თუმცა, ბოლო წლებში კურორტზე არსებული რეალობა სულ უფრო მეტად ემსგავსება შეუკავებელ ურბანულ ქაოსს.

რა ბედი ელის გაჩანაგების პირას მყოფ ბახმაროს, რატომ აიგნორირებს ხელისუფლება დამოუკიდებელი ეკოლოგებისა და ურბანისტების მკაცრ გაფრთხილებებს და ვინ დგას სახელმწიფო მიწების უკანონო მიტაცების სქემების მიღმა?

არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, რომ კურორტმა გაიმეოროს ბაკურიანისა და გუდაურის ტრაგიკული, “ჩაბეტონების” ბედი და რა როლს თამაშობს ამ პროცესში კომპანია “ორბის” სკანდალური პროექტი? ამ და სხვა უმწვავეს თემებზე “გურია ნიუსს” ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბახმაროსა და გომის მთის განვითარების ხელშემწყობი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასოციაციის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი ესაუბრება.

_ ბახმარო უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა ფლორითა და ფაუნით იყო ცნობილი, დღეს კი იქ ურბანულ ქაოსს ვხედავთ. თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ კურორტმა დაკარგა თავისი პირვანდელი იერსახე _ ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური მთავრობა, მოსახლეობა თუ კონტროლის მექანიზმების არარსებობა?

_ ბახმაროს სათანადო ყურადღება არც ერთ ეპოქაში არ ექცეოდა, თუმცა, ის, რაც 2018 წლის შემდეგ დაიწყო, ამ უნიკალური კურორტის განადგურების დასაწყისია. რეალურად, პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან, გომისმთაზე დაწყებული უკანონო მშენებლობებით დაიძრა. იქ, მიტაცებულ მიწის ნაკვეთებზე, ერთდროულად ჩაიდგა ათობით, მომდევნო პერიოდში კი _ ასობით უნებართვო საცხოვრებელი ნაგებობა. მაშინვე ნათელი იყო: თუ საჯარო მოხელეებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ცალკეულ მოქალაქეებს გომისმთაზე ეს კორუფციული სქემა გაუვიდოდათ, იგივე, ოღონდ ბევრად უფრო მძიმე მასშტაბით, ბახმაროში განმეორდებოდა.

ამის შესახებ წერილობით თუ საჯაროდ ვაფრთხილებდი, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა, არავინ ყურად არ იღო.

2019 წლიდან ბახმაროში უკანონო მშენებლობების ნამდვილი ბუმი და სახელმწიფო მიწების მიტაცება დაიწყო. ამ პროცესმა ბოლო წლებში ისე შეუცვალა იერსახე კურორტს და ისე დააზიანა ეკოსისტემა, რომ მიყენებული ზიანის გამოსწორება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. საუბედუროდ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ და არიან ჩართული ამ გარიგებებში, სხვაგვარად სახელმწიფო მიწის ასეთი მასშტაბით მიტაცება და უკანონო მშენებლობები უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად მივმართავდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას, მის შესაბამის სამსახურებს, პოლიციასა და პროკურატურას, რეაგირება არ ყოფილა. პრობლემა არაერთხელ გაშუქდა მედიაშიც, მაგრამ რეაგირების ნაცვლად, მიტაცების მასშტაბები მხოლოდ გაიზარდა. ბოლოს კი მივადექით საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა საბოლოო წერტილი დაუსვას გაჩანაგების პირას მყოფ თვალწარმტაც კურორტს _ ვგულისხმობ კომპანია “ორბის” პროექტს. პირველ ეტაპზე ეს უბედურება “შეუნარჩუნე სიცოცხლე ბახმაროს” საინიციატივო ჯგუფის და სხვა ქომაგების პროტესტითა და ძალისხმევით შეჩერდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ კომპანიამ განიზრახა, თითქოსდა განახლებული პროექტით კვლავ გააცოცხლოს ჩანაფიქრი, რაც ბახმაროს მომავალს დაასამარებს.

_ როგორ აფასებთ ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობას, რომელსაც “ორბი” აპირებს? ეს არის აუცილებელი მსხვილი ინვესტიცია კურორტის გადასარჩენად, თუ მორიგი ფატალური შეცდომა? ხომ არ დგას ბახმარო იმავე საფრთხის წინაშე, რაც ბაკურიანსა და გუდაურს დაემართა, სადაც ბეტონის შენობებმა კურორტის ბუნებრივი მიზიდულობა თითქმის გაანადგურა?

_ საქმეც ისაა, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ბაკურიანისა და გუდაურის ტრაგიკული გამოცდილება. “ბაკურიანიზაცია” და “გუდაურიზაცია” ნიშნავს ჩაბეტონებას, ეკოსისტემის განადგურებას და ამ ადგილების ფუნქციის დაკარგვას, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცალკეულმა პირებმა ამით ხელი მოითბეს და გამდიდრდნენ, საზოგადოების უმრავლესობამ კი ამით მხოლოდ უნიკალური კურორტები დაკარგა.

ამ მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაც ბახმაროში იგეგმება, ბაკურიანზე ბევრად უფრო მძიმე იქნება. კარგად ვიცით, რას ნიშნავს კომპანია “ორბი“, რომელმაც ბათუმის იერსახე გამოუსწორებლად დაამახინჯა და მოგების გამო გასწირა უნიკალური ზღვისპირა ქალაქი, არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ინტერესი და კანონის მოთხოვნები. რას იზამს ის ამ ერთ ციცქნა ბახმაროში, რომლის ეკოსისტემაც გვავალდებულებს, უკიდურესი სიფრთხილით მოვეკიდოთ თუნდაც ერთ და ორსართულიანი ხის სახლების ჩადგმას?

კომპანია, სავარაუდოდ, კვლავ გეგმავს პროექტის დაწყებას, თუმცა, ამჯერად დაინტერესებულ მხარეებსა და საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თუ რას აპირებენ კონკრეტულად. ვიცით მხოლოდ ის, რომ ბინების რაოდენობა ფაქტობრივად ორნახევარჯერაა გაზრდილი და დაგეგმილია ბეტონისა და მინის ფასადების მქონე, დაახლოებით 19 მეტრის სიმაღლის ნაგებობების მშენებლობა. ამასთან, დამოუკიდებელი, მაღალი კლასის სპეციალისტების დასკვნა არ არსებობს და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობა სრულად გამორიცხულია. “ორბმა” საჯარო განხილვა ორი დღით ადრე დააანონსა, მაშინ როცა კანონი სულ სხვა ვადებს ითვალისწინებს.

საერთოდ არ არის გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში მეწყრული პროცესებისა და უნიკალური კლიმატის განადგურების საფრთხეები, გზების გადატვირთულობა, მტვერი, ხმაური, ადგილზე ინერტული მასალის მოპოვება, ბეტონის დამზადება, საკანალიზაციო სისტემის მართვა, ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა თუ მათი ტრანსპორტის განთავსება. ეს ყოველივე ნებისმიერ მოქალაქეს გაუჩენს სერიოზულ ეჭვს.

ჩვენ, ბახმაროს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, კურორტის განვითარების წინააღმდეგი კი არ ვართ, არამედ ვითხოვთ, რომ ეს მოხდეს მკაცრად კანონმდებლობის ფარგლებში, რელიეფის, ეკოსისტემისა და გეოლოგიის გათვალისწინებით. ბახმაროში ყოველწლიურად ჩამოდიან უცხოელი ტურისტები და აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ჩვენ კი მას საკუთარი ხელით ვანადგურებთ.

_ წლებია, საუბარია იმაზე, რომ ბახმარო 4-სეზონიან კურორტად უნდა იქცეს. ზამთარში იქ საოცარი თოვლია, თუმცა, მოხვედრა მხოლოდ სპეცტექნიკითაა შესაძლებელი. რა უშლის ხელს ამ პროცესს _ მხოლოდ ელემენტარული კომუნიკაციების (გზა, წყალი, სტაბილური დენი) პრობლემა, თუ სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული ხედვის დეფიციტი?

_ ვიდრე ბახმარო ოთხი სეზონის კურორტად გადაიქცევა, ჯერ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ტრადიციული საზაფხულო სეზონი იყოს ელემენტარულად მოწესრიგებული, რათა ადამიანებმა უსაფრთხოდ დასვენება შეძლონ. დღეს კურორტზე წარმოუდგენელი ინფრასტრუქტურული პრობლემებია _ წყლის, კანალიზაციის, სივრცითი მოწყობის კუთხით; მშენებლობები მიმდინარეობს რეკრეაციულ ზონებსა და ტყეებში, რაც მეწყრულ პროცესებს აპროვოცირებს.

მე ვარ იმის კატეგორიული მომხრე, რომ პირველ რიგში დარღვეული ბალანსი აღვადგინოთ. ვიდრე ეს არ მოხდება, ბახმაროში ახალ მშენებლობებზე სრული მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. მით უმეტეს, ნაადრევია საუბარი მის ზამთრის კურორტად გადაქცევაზე _ ჯერ ამოცანა ბახმაროს უნიკალურობის გადარჩენაა და არ უნდა ვიჩქაროთ. არ უნდა ავყვეთ გაუმაძღარი კომპანიების მაცდურ წინადადებებს და არ დავუშვათ გარიგებები კურორტის მომავლის ხარჯზე. განვითარების გეგმა მხოლოდ მშვიდ გარემოში, მიუკერძოებელი ექსპერტების ჩართულობით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

ბახმარო ვერ უძლებს ასეთ ქაოტურ დატვირთვას. ის უნიკალური “ჩიტის ბუდეა“, რომელშიც სურთ, სპილო მოათავსონ. რატომ არ უსმენს ხელისუფლება დამოუკიდებელ ეკოლოგებსა და ურბანისტებს? არ უნდა დავრჩეთ მხოლოდ კომპანიების მიერ შეკვეთილი, მიკერძოებული საექსპერტო დასკვნების ამარა. ჩემთვის ეს არის დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. უნდა დადგეს იმ საჯარო მოხელეებისა თუ კერძო სტრუქტურების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც საკუთარი ჯიბეების გასასქელებლად უმოწყალოდ გაანადგურა კურორტი.

_ თქვენი პოლიტიკური და საპარლამენტო გამოცდილებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის განხილვისას რამდენად არის რეგიონული კურორტების, კერძოდ კი, ბახმაროს განვითარება პრიორიტეტებში? რატომ იხარჯება მილიონები ისეთ პროექტებში, რომლებიც შედეგს არ იძლევა, მაშინ როცა კურორტს ელემენტარული წყლის სისტემის პრობლემა აქვს?

_ ბოლო დროს გახმაურებულმა კორუფციულმა ფაქტებმა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები ფიგურირებენ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რა მასშტაბის სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე. კომპანიები, რომლებიც მხოლოდ სწრაფ გამდიდრებაზე არიან ორიენტირებულნი, მარტივად ახერხებენ გარიგებებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავ უწყებებსა და სასამართლოს დაკარგული აქვთ დამოუკიდებლობა და ობიექტურობა, ბახმაროსა და გომისმთის გადასარჩენად ბრძოლა უკიდურესად რთულია. ჩვენ, საზოგადოების აქტიური ნაწილი, ფაქტობრივად უზარმაზარ მონსტრს ვებრძვით და ამ საქმეში მოქალაქეების გვერდში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

26 მაისს ბევრი ადამიანი ადღეგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობას. ქვეყნის წარმატება და რეალური დამოუკიდებლობა სწორედ იმაზე გადის, თუ რამდენად სწორად, დემოკრატიულად განვავითარებთ ჩვენს ქალაქებს, სოფლებსა და ისეთ უნიკალურ ადგილებს, როგორიც ბახმაროა. რაც შეეხება ბიუჯეტს, რეგიონების რეალური ინფრასტრუქტურული განვითარება მმართველი ძალის პრიორიტეტებში არ შედის და ამ თემით მხოლოდ წინასაარჩევნოდ მანიპულირებენ. აბა, რით უნდა აიხსნას, რომ ამდენი წლის განმავლობაში ბახმაროში წყლისა და კანალიზაციის სისტემა შუა საუკუნეების დონეზეა? სეზონის პიკში კურორტის 70% წყლის გარეშეა დარჩენილი, ადამიანები იწამლებიან და ეკოლოგიური მოთხოვნები საერთოდ იგნორირებულია. კონტროლის მექანიზმი სრულად მოშლილია, რადგან ისინი, ვისაც კონტროლი ევალება, თავად არიან პროცესის მონაწილენი. ეს არის დანაშაული, რომელზეც დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ყველას მოუწევს პასუხისგება.

_ თქვენს ქონებრივ დეკლარაციაში ფიქსირდება ბახმაროს მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი გაქვთ. ადგილობრივებში არსებობს კრიტიკა, რომ ამ მშენებლობისას ლანდშაფტი შეიცვალა და ფერდობი ჩამოიჭრა. როგორ პასუხობთ ამ კრიტიკას?

_ თუკი ვინმეს კურორტზე ყველა სამშენებლო ნორმა მკაცრად აქვს დაცული და პროექტი კანონის სრული შესაბამისობით აქვს გაკეთებული, რამდენიმე სხვა ადგილობრივთან ერთად, მეც ვარ. ჩემთვის ბახმაროს და გომისმთის უნიკალურობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ცხოვრების ერთ–ერთი უმთავრესი იდეაა, მიზანია, რომელსაც მზად ვარ ბოლომდე, უანგაროდ, სრული მიძღვნით ვემსახურო!

კარგად ვხვდები, ვისგან მოდის ეს თვალთმაქცური წუხილი _ სწორედ იმათგან, ვისაც წლებია ბახმაროს განადგურების, მისი ტყისა და მიწის მიტაცების საშუალებას არ ვაძლევ. გასაგებია იმ მოხელეებისა და კერძო პირების გაბოროტება, რომლებსაც ეს თაღლითური გარიგებები მრავალჯერ ჩავუშალე. როდესაც მაკონტროლებელ უწყებებს კანონის უხეშ დარღვევაზე მივუთითებ, ისინი მხარდაჭერისა და მადლობის ნაცვლად, უკანონო მშენებლებს ხელს ჩემკენ უშვერენ _ აი, ახვლედიანი გეწინააღმდეგებათ, თორემ ჩვენთან ხომ ყველაფერი დალაგებული გაქვთო. ამ ტიპის ბინძურ კორუფციულ გარიგებებში მყოფი ადამიანებისგან ნებისმიერი ცილისწამებაა მოსალოდნელი, როგორც იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს და ტყუილს საზღვარი. ვერავინ და ვერაფერი გადამაფიქრებინებს ამ ბრძოლის გაგრძელებას, ამ აღვირახსნილ უკანონობასთან შეურიგებლობას! მადლობა ღმერთს, არიან თანამოაზრეები, რომლებიც ჩვენი თვალწარმტაცი მთების გადარჩენას და სწორად განვითარებას, ასევე, უანგაროდ, პატიოსნად ემსახურებიან.

ინფორმაციისთვის. კურორტ ბახმაროში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასა და არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველი გუნდისა და ადგილობრივი ჩინოვნიკების განცხადებით, ბახმაროსა და გომისმთაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კურორტების ოთხსეზონიან პლატფორმად გადაქცევასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას ისახავს მიზნად, რა დროსაც გარემოსდაცვითი ნორმები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული; ოპოზიციური ფლანგი და დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი მშენებლობები კურორტის ავთენტურობასა და უნიკალურ ლანდშაფტს საფრთხეს უქმნის.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

არმაზ ახვლედიანიბახმარო
გაზიარება12Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11 სექტემბერი, 2026

„არაფერი ყოფილა დამალული...“ — ირაკლი კობახიძე ოზურგეთში იმყოფებოდა

თსუ-დან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მარში დაიწყო

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო