დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე გრიპის ვირუსით ქვეყანაში 10 ადამიანია გარდაცვლილი. საფრთხე ისევ მაღალია, ჯანდაცვის სისტემა კი ურთულესი გამოცდის წინაშე დგას. ექიმები მოუწოდებენ ყველას, პირველივე სიპტომების შემთვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.
კრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელიც გაზრდილ მიმართვებს ვეღარ აუდის. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს.
გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, მიმდინარე კვირას ავადობის დინამიკაზე დაკვირვების შედეგად მიიღებენ.
“ლაბორატორიულად დღეისთვის დადასტურებულია 162 შემთხვევა. სამწუხაროდ, იქ სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, დღეისთვის 10 გარდაცვლილია. დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით შემდგომ ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა დავით გამყრელიძემ.
ამასთანავე, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებაში დღეიდან პაციენტებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:
შპს “მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუას ქ. N18.
შპს “მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელის ქ. N19.
შპს “საოჯახომედიცინისეროვნულისასწავლოცენტრი” მის: წინამძღვრიშვილის ქ. N57.
შპს “მედსი: (“ვერე-21”) მის: ქიაჩელის ქ. N18.
შპს “მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

































































