გურიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს განმეორებით, მთვრალ მდგომარეობაში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ინფორმაციისთვის, მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში.