ევროპა სახიფათო იდეოლოგიების შემოსევის წინაშე დგას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს შტურმით იღებენ. ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის სანაპიროებზე ნავები და ადამიანები ჩადიან“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.
ჰეგსეთის თქმით, დროა, ევროპამ იმოქმედოს.
„როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შემოსევის წინააღმდეგ, თუ უკვე გვიანია? ვიმედოვნებ, რომ არა და მჯერა, რომ ეს ასე არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.





































































