https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჰოლანდიური ნამცხვარი და შემთხვევა აბაზანაში

6:05; 20.05.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში, ჩემი კოლეგა კახა ბერიძე შემხვდა. კახა სპორტული ჟურნალისტია და 1998 წლიდან ჩვენი „საძმოს“ ერთ-ერთი აქტიური წევრი ბრძანდება. ეს ადამიანი ზამთრისა და ზაფხულის არაერთ ოლიმპიურ თამაშებს პირადად დასწრებია, ამის გარდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მრავალგზის „მონაწილეა“. რასაკვირველია ამ შემთხვევას ხელიდან ვერ გავუშვებდი და ბატონ კახას რამდენიმე სახალისო ისტორიის გახსენება ვთხოვე. კოლეგა დამთანხმდა. მეორე დილით შევხვდი და ჩვენი საუბრის „შედეგს“ ქვემოთ მოგაწვდით.

„ჩანჩქერში ბანაობა“

მოგეხსენებათ, 1998 წლიდან აქტიურ ჟურნალისტიკურ საქმიანობას ვეწევი და არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებსაც ვესწრები. რასაკვირველია გასახსენებელი ბევრი მაქვს და დღეს ჩემი აზრით სამ „საინტერესო შემთხვევას“ მოგიყვებით.

2005 წელს იტალიის ქალაქ ლინიანოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა. ამ შეჯიბრში საქართველოს სპორტული დელეგაციაც მონაწილეობდა. ალბათ გახსოვთ ის დღეები და ქართველ ფეხბურთელთა ბრწყინვალე ასპარეზობა. ჩვენმა ბიჭებმა ქვეჯგუფში შვეიცარიისა და ლატვიის გუნდებს სძლიეს, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი მასპინძელთა ნაკრები დაამარცხეს. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს ერთ დიდ გულისტკივილს მოგახსენებთ. იმ ნაკრების მოთამაშეებმა დღემდე საკუთარი პოტენციალი სრულად ვერ გამოიყენეს. საწყენი ფაქტია.

მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს. ფინალური ორთაბრძოლა ლინიანოს ცემტრალურ სპორტულ სარბიელზე გაიმართა. მატჩს საქართველოს დელეგაცის სრული შემადგენლობა დაესწრო. ტრიბუნაზე ისეთი მხურვალე გულშემატკივრობა გავაჩაღეთ რომ თვით მრავლისმნახველი იტალიელი ტიფოზებიც კი გავაჩუმეთ.

შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. დავბრუნდით ოლიმპიურ სოფელში და ჭეშმარიტად ქართული ზეიმი მოვაწყეთ. მოგახსენებთ რომ სოფელში დიდი წყლის ჩანჩქერი იყო. როგორც კი ავტობუსი გაჩერდა, საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა ფეხბურთელების წარმატების აღნიშვნა დავიწყეთ. თავდაპირველად ვყვიროდით და აქეთ-იქით დავრბოდით, შემდეგ კი იმ დიდ ჩანჩქერში ვისკუპეთ. დინჯი ევროპელები გაკვირვებულები გვიყურებდნენ. შევნიშნე რომ რამდენიმე მათგანმა ფოტოსურათებიც გადაგვიღო. ეს ზეიმი ანუ „ჩანჩქერობანა“ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მაშინ მივხდი რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, თუნდაც ჭაბუკების სპორტულ წარმატებას დიდი სიხარულის მოტანა შეეძლო.

ბოლოსა და ბოლოს იმ „ბასეინიდან“ ამოვედით და გასამშრალებლად საკუთარ ოთახებს მივაშურეთ. ნომერში შესულს ერთი უსიამოვნო სიურპრიზი მელოდა – საერთო მხიარულობით გართულს ჯიბიდან დაახლოებით 400 ევროს ამოღება დამვიწყებია და თანხა სრულიად სველი გახლდათ. კარგი განწყობა წამიერად დეპრესიულ მდგომარეობაში გადამეზარდა. რა უნდა მეღონა? ამოვიღე ეს „წყლიანი“ ევროები და გასამშრალებლად მაგიდაზე დავაწყე. ოი საოცრებავ. ერთი საათის შემდეგ ფული სრულიად გაშრა და „ჩანჩქერში ბანაობის“ კვალი აღარ ეტყობოდა. არ ვიცი ანალოგიურ „გამოცდას“ ქართული ლარი თუ გაუძლებს. ფაქტი ერთია: იმ დღის შემდეგ ევროს მიმართ ჩემი პატივისცემა ათმაგად გაიზარდა.

„ჰოლანდიური ნამცხვარი“

2013 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჰოლანდიის ქალაქმა უტრეჰტმა უმასპინძლა. ქართული დელეგაცია იქაურ ოლიმპიურ სოფელს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით რამდენიმე საათით ადრე ეწვია. ამის მიუხედავად მასპინძლებმა არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს და სასტუმროს ფოიეში რამდენიმე საათის განმავლობაში გვაყურყუტეს. ამასობაში, ჩვენზე გაცილებით გვიან მისულ საფრანგეთისა და გერმანიის სპორტულ დელეგაციებს დიდი პატივით დახვდნენ. ქართველ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გახლდათ. მე და ირაკლის ნერვები მოგვეშალა, ჰოლანდიური მხარის წარმომადგენლებთან მივედით და შემდეგი სახის ულტიმატუმი წავუყენეთ: – ორი წლის შემდეგ ანალოგიურ თამაშებს თბილისი უმასპინძლებს. ყურადღება მოგვაქციეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2015 წელს თბილისის აეროპორტში არავინ დაგხვდებათ და ოლიმპიურ სოფლამდე მიღწევა, ფეხით და კითხვა-კითხვით მოგიწევთ. მუქარამ იმოქმედა და ჩვენი დელეგაცია რამდენიმე წუთში დააბინავეს.

მეორე დღეს მე და ირაკლი ცირეკიძემ უტრეჰტის ქუჩებში გავისეირნეთ. იქ ერთი უჩვეულო სურათის მომსწრენი გავხდით. ვინმეს რომ ანალოგიური რამე მოეთხრო ალბათ არც კი დავიჯერებდი.

ქუჩაში კოკაინით დაბოლილი ერთი ველოსიპედისტი მოძრაობდა. საინტერესოა რომ ეს ადამიანი ამ სამოძრაო საშუალებას უკუღმა ეჯდა. ერთი სარკე ველოსიპედის უკანა ნაწილში ჰქონდა დამონტაჟებული. უყურებდა ეს დაბოლილი ამ სარკეს, პედლებს უკან ატრიალებდა და ველოსიპედს წინ მიაქანებდა. მოხვევა რომ უნდოდა, უკან იხრებოდა და ამ რთულ ოპერაციას ერთი ხელით ასრულებდა. მე და ირაკლი ამ უჩვეულო „სპორტსმენს“ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით.

ორი დღის შემდეგ ერთგვარი „ექსპერიმენტის“ ჩატარება განვიზრახე. ალბათ იცით რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მიმდევარი გახლავართ. ჰოლანდიაში ამ პრინციპის ერთხელ დარღვევა გადავწყვიტე. ერთ-ერთ ადგილობრივ „ორიგინალურ“ საკონდიტროში შევედი. ამ დაწესებულების „ორიგინალურობა“ იმაში მდგომარეობდა, რომ ნამცხვარში კოკაინს უმატებდნენ. ტკბილეულობა „ხარისხის“ მიხედვით სამ კატეგორიად იყო დაყოფილი – სუსტი, საშუალო და ძლიერი.

ოფიციანტს „საშუალო“ კატეგორიის ნამცხვარი შევუკვეთე. სამი კოვზის შემდეგ მივხვდი რომ საკუთარი ძალები აშკარად ვერ გავთვალე. გარეთ ბარბაცით გამოვედი. რა მექნა? ოლიმპიურ სოფელში უნდა დავბრუნებულიყავი. კი წავიდოდი მაგრამ „დიდ კაიფში“ ვიმყოფებოდი. გამოსავალს მალე მივაგენი. უახლოეს მაღაზიას მივაშურე და ერთდროულად 15 ცალი ნაყინი შევიძინე. შემდეგ პირდაპირ ტროტუარზე ჩამოვჯექი და ამ სასუსნავს გემრიელად შევექეცი. ჰოლანდიურმა ნაყინმა დადებითად იმოქმედა, მალე გონს მოვედი და სრულიად გამოფხიზლებულმა ჩვენს ახალგაზრდულ ოლიმპიურ დელეგაციას მივაშურე.

„შემთხვევა აბაზანაში“

გახსოვთ რომ ქალაქ სოჭში ზამთრის მორიგი ოლიმპიური თამაშები გაიმართა. იმასაც გაიხსენებთ, საქართველოს სპორტული დელეგაციის რუსეთში წასვლა-არწასვლის შესახებ ჩვენს ქვეყანაში როგორი მძაფრი დისკუსიები გაიმართა. ბოლოსა და ბოლოს სოჭში გავემგზავრეთ.

ამ ქალაქში 6 თებერვალს ჩავფრინდით. ქართველი სპორტული ჟურნალისტები ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროში დავბინავდით. „ჩვენი უიღბლობაც“ ამ დღიდან დაიწყო.

თავდაპირველად ერთ ცნობილ ქართველ ჟურნალისტს დიდი კაზუსი შეემთხვა (ამ პიროვნების გვარს სპეციალურად არ ვასახელებ, რადგან შეიძლება ელემენტარულად ეწყინოს). ხუთი წუთის დაბინავებულები ვიყავით ნომრებში და ეს ჩვენი კოლეგა სააბაზანოში შევიდა. სამწუხაროდ, კარი მყისიერად დაეკეტა და მის „გათავისუფლებას“ დაახლოებით ორი საათი მოვუნდით. სანამ ამ შემთხვევის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციას შევატყობინეთ, ხელოსანი მოვიდა და ერთი საათი საკეტს „აწესრიგებდა“ კარგა გვარიანი დრო გავიდა და ამ ჟურნალისტს თავისი დაემართა.

მეორე დღეს ანალოგიური რამ თქვენს მონა-მორჩილს დაემართა. ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნა საღამოს რვა საათისთვის იყო დანიშნული.

ექვს საათზე ნომერში დავბრუნდი და ამ ღონისძიებაზე წასასვლელად სამზადისი დავიწყე. შხაპის მიღება გადავწყვიტე. ბოდიში თქვენთან და სრულიად შიშველი სააბაზანოში შევედი, კარი გამოვიჯახუნე და ხელში… კარის სახელური შემრჩა. სიტუაციის კომიკურობა იმაში მდგომარეობდა რომ ნომერში ჩემი მეწყვილე სასტუმროში მხოლოდ ოთხი-ხუთი საათის შემდეგ დაბრუნდებოდა. რა უნდა მეღონა? საბედნიეროდ სააბაზანოს კარის მეორე მხარეს მდებარე სახელური ადგილზე იყო და „ჩალიჩი“ დავიწყე. დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში ჩემს ხელთ არსებულ სახელურს კარს ვუერთებდი და ბოლოსა და ბოლოს საწადელს მივაღწიე, – ტყვეობიდან გავთავისუფლდი. ამ შემთხვევას ამჟამად ერთგვარი ირონიით ვიხსენებ, მაშინ კი ეს 20 წუთი ლამის ერთ საუკუნედ მომეჩვენა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026
სპორტი

ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა რესპუბლიკური ტურნირიდან 8 მედალი წამოიღეს

17:23; 17 აგვისტო, 2026

ყაჩაღობა ხუდადოვზე _ შსს-მ ერთი პირი დააკავა

მეთორმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები დაიწყო

ყველა სიახლე

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო