https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ინდივიდუალური დიეტა და ასტროლოგია

9:28; 20.06.2023
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ვერძი

ვერძები გემრიელი საკვების მოყვარული ხალხია, მაგრამ ეს ძალიან ხშირად მავნე პროდუქტების მიღებასაც მოიაზრებს. თუ ამ ნიშნით დაიბადეთ, ერიდეთ ზედმეტ, გზადაგზა და ღამით ჭამას. თქვენი ჯანმრთელობის გარანტი კალიუმის ფოსფატია (მარწყვი, თხილი, პომიდორი).

მავნე პროდუქტებია: მუქი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები, ასევე, ტკბილეული.

რაციონში შეიტანეთ: ფაფები, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული (ჭარხალი, თალგამი, კომბოსტო). ყოველდღიურად მიიღეთ С ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ციტრუსი, ვაშლი, ბანანი და კომბოსტოს მწნილი. ყავის ნაცვლად მიიღეთ ასკილისა და კარკადეს ჩაი.

თქვენს ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე მეტად ერგება ფაფების, ან ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტები. ასევე, არ დაგავიწყდეთ – თქვენთვის განტვირთვის დღე სამშაბათია.

კურო

კუროს, ისე, როგორც სხვა არცერთ ნიშანს, ნივთიერებათა შენელებული ცვლის პროცესი აქვს. სწორედ ამიტომ კვებას კუროებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ. ამასთან, ისინი გურმანები არიან, ხშირად ზედმეტ საკვებს იღებენ და ამიტომ წონაშიც იმატებენ. თქვენი ჯანმრთელობის რესურსია ნატრიუმის სულფატი (ხახვი, საქონლის ხორცი, შვრია და მარწყვი). სწორედ ეს პროდუქტები უწყობს ხელს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

მავნე პროდუქტებია: ფუნთუშეული და ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და მაგარი ყავა.

რაციონში შეიტანეთ: რძე, არაჟანი, კეფირი, მცენარეული წარმოშობის პროდუქტები, თხილი, ზღვის პროდუქტები, ხილი (კომში, ფორთოხალი, გარგარი და ატამი). უარი თქვით მაგარ ჩაიზე და ის მოცვის ფოთლის ან გვირილის ლიმონიანი ნაყენით ჩაანაცვლეთ.

თუ გსურთ წონაში დაიკლოთ ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ, აირჩიეთ ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები და დაბალკალორიული დიეტები, თქვენი განტვირთვის დღე პარასკევია.

ტყუპი

ტყუპი ყველაზე გაორებული ზოდიაქოს ნიშანია. ისინი, ერთი მხრივ, დაუცველად და სუსტად გამოიყურებიან, მეორე მხრივ, შესაშური შინაგანი ძალა, სიჯიუტე და მყარი ჯანმრთელობა აქვთ. ერთადერთი ნაკლია ის, რომ სტრესს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მაღალი ნერვული აღგზნების დროს მათ შეუძლიათ უზომოდ დიდი რაოდენობით ტკბილეული და ალკოჰოლი მიიღონ.

თუ ტყუპის ნიშნით დაიბადეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ რაციონში მუდამ უნდა იყოს კალიუმი და В ჯგუფის ვიტამინები (ყაბაყი, ბადრიჯანი, ლეღვი, კომბოსტო, კარტოფილი).

მავნე პროდუქტები: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები და მაგარი სასმელები.

რაციონში შეიტანეთ: ყველი, თხილი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, უცხიმო ხორცი (დღეში მხოლოდ ერთხელ), პარკოსნები, მარცვლეული. თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, შაქარი აუცილებლად თაფლით ჩაანაცვლეთ.

თუ გსურთ, მუდამ ფორმაში იყოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის საიდუმლო სილიციუმით (მინდვრის შვიტისა და ჭინჭრის ნახარშები), ასევე, კალიუმის ქლორიდით (არაქისი, ზეთისხილი, ყურძენი, მსხალი, ყაბაყი) მდიდარი პროდუქტების მიღებაშია.

მკაცრი დაბალკალორიული დიეტები თქვენთვის არ შეიძლება, ხოლო ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების ამოღება სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. განტვირთვის დღე აუცილებლად ხილის უნდა იყოს და ამისთვის საუკეთესო დღე ოთხშაბათია.

კირჩხიბი

კირჩხიბები ძლიერი, მიზანმიმართული პიროვნებები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. მათთვის ყველაზე სუსტი ადგილი საჭმლის მომნელებელი სისტემაა. თუ კიბორჩხალა ბრძანდებით, უნდა გახსოვდეთ, რომ წყალმარილოვანი ბალანსის დაცვისთვის საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს კალციუმის ფტორიდს (ზღვის პროდუქტები, ჩაი, ზღვის თევზი).

მავნე პროდუქტებია: საკონდიტრო ნაწარმი, ნედლი ბოსტნეული, ხილი (უნდა შეზღუდოთ მიღება). ულუფა უნდა იყოს ზომიერი და სადილის შემდეგ კანფეტისა და ჭიქა ღვინის დაყოლება საერთოდ არ ღირს.

რაციონში დაამატეთ: მარცვლეული, რძემჟავა და რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, უცხიმო თევზი. თქვენთვის კარგია ნიორი, რომელიც სელენიუმს შეიცავს, ეს კი თქვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველდღე ბოსტნეულის წვნიანი საჭმლის მონელების სისტემის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

თუ გსურთ, სწრაფად გახდეთ, თქვენთვის რეკომენდებულია კეფირის ან ხაჭოს დიეტა. ასევე მიაღწევთ სასურველ შედეგს ბოსტნეულის წვნიანების დახმარებით. თქვენი განტვირთვის დღეა ორშაბათი, შემდეგ მთელი კვირა მსუბუქი და აქტიური გექნებათ.

ლომი

ცნობილია, რომ ლომებს გემრიელად და ბევრის ჭამა უყვართ. ამ ტემპერამენტიანი ადამიანების ცდუნება ადვილია სხვადასხვა გემრიელი ნუგბარით, ამიტომ ეს ხშირად ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას იწვევს. თქვენთვის ჯანმრთელობის წყაროა ფოსფორით მდიდარი პროდუქტები: შვრიის, წიწიბურისა და ხორბლის ბურღული, სოია და კაკაო, თევზი და კვერცხი.

მავნე პროდუქტებია: მძიმე ცხიმიანი საკვები, ნამცხვარი და ალკოჰოლი.

რაციონში დაამატეთ: უჯრედისითა და კალიუმით მდიდარი ციტრუსები, რძის პროდუქტები. აუცილებელია ძირთეთრა, ნიორი, ნიახური, ყაბაყი, კარტოფილი, ლეღვი და გარგარის ჩირი. მიაქციეთ ყურადღება საჭმლის მონელების პროცესს და არ ჭამოთ ძილის წინ.

რაც შეეხება დიეტას, შეარჩიეთ ციტრუსისა და ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიეტა. თქვენი განტვირთვის დღე კი კვირაა და ამ დღეს მხოლოდ ციტრუსი უნდა მიიღოთ.

ქალწული

ქალწული ზოდიაქოს განსაკუთრებული ნიშანია. ისინი, როგორც წესი, დღეგრძელნი არიან და ბავშვობიდან მომთხოვნი გურმანები ხდებიან, რომელთა გულის მოგება ამ მხრივ ძალზე ძნელია. სწორი კვება ქალწულის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, მაგრამ მისი ნაკლი ისაა, რომ ის არარეგულარულად იკვებება. თუ ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ბრძანდებით, თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე აუცილებელია რკინის ფოსფატისა და კალიუმის სულფატით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ვაშლი, ყაბაყი, ფეტვი, შვრია და წიწიბურა.

მავნე პროდუქტებია: კონსერვები, ტკბილეული და შებოლილი პროდუქტები. ალკოჰოლი კი საერთოდ დაივიწყეთ.

რაციონში შეიტანეთ: მაკარონი, ფაფები, ჩაშუშული ბოსტნეული და რძემჟავა პროდუქტები. ბოსტნეულიდან შეარჩიეთ ნიახური, გოგრა, სტაფილო და კომბოსტო. თქვენი ხილია ბროწეული, ყურძენი, გარგარი და ვაშლი.

თქვენთვის სწრაფად წონაში დაკლება არ შეიძლება. ერთადერთი, რისი უფლებაც თავს შეიძლება მისცეთ, დიეტურ სუპებზე დაფუძნებული დიეტებია. წონის თანდათანობით კორექციისთვის გამოიყენეთ დანაწევრებული კვების სისტემა ან სცადეთ ვეგეტარიანელობა. ქალწულების განტვირთვის დღეა ოთხშაბათი.

სასწორი

სასწორები საკმაოდ კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა მარილიანი საკვებისადმი მიდრეკილებაა. გაითვალისწინეთ, რომ ყოველგვარ ზედმეტად მლაშე, ნედლად შებოლილ პროდუქტებზე, მარგარინით გამომცხვარ პროდუქტებზე და დიდი რაოდენობით რძეზე უარის თქმა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია პროდუქტები ნატრიუმის ფოსფორმჟავის შემცველობით (ჭარხალი, სატაცური, ატამი, სიმინდი, ნუში).

მავნე პროდუქტებია: დამარილებული, შებოლილი, მარგარინით გამომცხვარი საკვები და რძე.

რაციონში შეიტანეთ: ფაფები, მაკარონი მცენარეული გარნირით, ზღვის პროდუქტები და ფრინველის ხორცი. უცვლელი მიკროელემენტები, რომლებიც ყოველი ჭამის დროს უნდა მიიღოთ, არის სპილენძი (კიტრი, ჭარხალი, შავი მოცხარი, მოცვი, მიდიები), მანგანუმი (ბოლოკი, გოგრა, გაუწმენდელი ბრინჯი), Е ვიტამინი (მცენარეული ცხიმი, ალაო); მთავარი კი ჭამის დროს სასიამოვნო გარემოა.

გახსოვდეთ, რომ თქვენთვის ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებით დიეტის დაცვა არ შეიძლება. წონაში დაკლება შეგიძლიათ საზამთროს ან ბანანის დიეტებით. განტვირთვის დღეები აუცილებელია. ეს დღე თქვენთვის პარასკევია.

მორიელი

მორიელი ზოდიაქოს ყველაზე დაუმორჩილებელი ნიშანია. მორიელებისთვის კარგად არის ნაცნობი ვითარება, როდესაც მთელი დღე ჭამას ვერ ახერხებენ და საღამოს უზომოდ მიირთმევენ. ერთადერთი, რაც გჭირდებათ, კვების ასეთი რეჟიმის შეცვლა და საკუთარი ორგანიზმის კალციუმის სულფატით (მწვანე ხახვი, სატაცური, წიწმატი, შავი ქლიავი და ხურტკმელი) შევსებაა. ჭამის წინ აუცილებლად მიიღეთ 0,5 ჭიქა მინერალური წყალი სულფატით.

მავნე პროდუქტები: ცხარე კერძები, ცომეული.

რაციონში შეიტანეთ: ზღვის პროდუქტები, თალგამი, ბოლოკი, ჭარხალი, კომბოსტო, ციტრუსები და ვაშლი. კარგი ეფექტი ექნება საკვებში დამატებულ სუნელებს: ვანილი, ჟენშენი, რეჰანი, ილი და სალბი. საკვები დღეში 5-6-ჯერ მიიღეთ.

უარი არ თქვათ განტვირთვის დღეებზე. ამისთვის სამშაბათი შეარჩიეთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ენერგიული პიროვნებები არიან მტკიცე ცხოვრებისეული პოზიციით. მათ უყვართ გემრიელი საკვები, მაგრამ ცხიმი და ალკოჰოლი მათთვის საერთოდ არ შეიძლება. თუ მშვილდოსანი ხართ, თქვენი ჯანმრთელობის რესურსი მინერალურ მარილებშია, რომლებიც მინერალური წყლების სპეციალურ სახეობებში შედის.

მავნე პროდუქტებია: შებოლილი პროდუქტები და ღორის ხორცი, დამარილებული საკვები და ტკბილეული.

რაციონში შეიტანეთ: მცენარეული ზეთი, პარკოსნები, თევზის დელიკატესი, რძის პროდუქცია. რაციონში აუცილებელია პროდუქტები, რომლებიც კაჟს (სილიციუმი, კაჟბადი) შეიცავს: სატაცური, ჭინჭარი, მატიტელა, კიტრი. არ დაივიწყოთ მწვანილიც: ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, ძირთეთრა, პიტნა, ნიახური. რაციონი შეავსეთ ხილით: ატამი, მანგო, გარგარი და ვაშლი.

განტვირთვის დღე მოაწყვეთ ხუთშაბათობით. გახდომისთვის საუკეთესო ვარიანტებია დიეტები მწვანე ბარდითა და ფაფებით.

თხის რქა

თხის რქებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ მათი მთავარი ამოცანა ნივთიერებათა ცვლის მუდმივი სტიმულირებაა. ამის გაკეთება რთული არაა. საკმარისია, კერძის მომზადებისას სპეციალური მცენარეები და სუნელები გამოიყენოთ: პიტნა, ანისი, რეჰანი, ნიახური, მიხაკი, ოხრახუში და სალბი. თქვენს ორგანიზმს ფოსფატი და ფტორი ესაჭიროება, რაც შედის კვერცხის ნაჭუჭში, ზღვის თევზსა და ჩაიში.

მავნე პროდუქტებია: ტკბილეული, ისპანახი, ცხიმიანი კერძები და კონსერვები, არ შეიძლება ერთ თეფშში ნახშირწყლებისა და ცილების შერევა; გამორიცხეთ დესერტი ჭამის შემდეგ.

რაციონში შეიტანეთ: მარცვლოვანი პური, ხაჭო, მაკარონი, კეფირი, მოხარშული ბოსტნეული და უცხიმო ხორცი, ბადრიჯანი, სტაფილო. ხილიდან უპირატესობა მიანიჭეთ ალუბალს, მაყვალს, კომშს, ნესვს, მარწყვსა და ქლიავს. შაქარი ნატურალური თაფლით შეცვალეთ.

მკაცრი დიეტა არ დაიცვათ. წონის დაკლებისთვის გამოიყენეთ კეფირის, წიწიბურის, ვაშლის დიეტები. აუცილებლად ჩაიტარეთ ვიტამინოთერაპია. თქვენი განტვირთვის დღეა შაბათი.

მერწყული

მერწყულის უწყვეტი აქტიურობა რესურსების ხარისხიან და დროულ შევსებას მოითხოვს. ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, მერწყული საკვების ცდუნებას ადვილად უძლებს. თუ მერწყულის ნიშნით დაიბადეთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენთვის აუცილებელ პროდუქტებს: ლობიოს, არაქისს, კაკაოს, სოიასა და წიწიბურის ბურღულს. სწორედ ამ პროდუქტებშია თქვენთვის აუცილებელი მაგნიუმის ფოსფატი.

მავნე პროდუქტებია: ტორტი, ფუნთუშეული, შებოლილი პროდუქტები.

რაციონში შეიტანეთ: წიწიბურა, ბოსტნეულის წვნიანი, ხილი (კომში, ქლიავი, ბროწეული, ვაშლი), ბოსტნეული (ისპანახი, ბადრიჯანი, ლობიო, ყაბაყი, ჭარხალი), თევზი და თეთრი ხორცი. ყოველდღიურად უნდა მიიღოთ რძემჟავა პროდუქტები. ყოველი კვება მსუბუქი ბოსტნეულის სალათით (მცენარეული ზეთით) უნდა დაიწყოთ.

ერთდღიანი შიმშილობისთვის შაბათი შეარჩიეთ; რაც შეეხება დიეტას, თქვენი არჩევანია დაბალკალორიული და ნაკლებნახშირწყლებიანი ვარიანტები.

თევზები

თევზები სხვადასხვა დაავადების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. ამას რომ თავი აარიდოთ, მნიშვნელოვანია მარტივი წესების დაცვა. თქვენთვის არასასურველია ზედმეტი, ცივი და მშრალი საკვების მიღება, ორგანიზმის სითხით გადატვირთვა. დაამატეთ რაციონში მეტი წიწიბურა, ასკილი და კომში და ძალისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

მავნე პროდუქტებია: ცხიმები, შაქარი, ცხარე და მწარე სოუსები.

რაციონში შეიტანეთ: ზაფხულის ბოსტნეულისგან მომზადებული სალათები, ფაფები (ქერის, ბრინჯის, წიწიბურის), ზღვის პროდუქტები, ბროწეული, ყურძენი, ნიგოზი და მზესუმზირა. აუცილებლად იკვებეთ ერთსა და იმავე დროს. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი.

თქვენი განტვირთვის დღეა ხუთშაბათი. გახდომისთვის შეარჩიეთ მხოლოდ დაბალკალორიული მონოდიეტები, მაგალითად, ყურძნის ან ბანანის.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ასტროლოგიადიეტა
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

09:33; 23 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი

09:58; 22 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

როგორი იქნება 21-27 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

14:08; 21 სექტემბერი, 2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20 სექტემბერი, 2026

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დაშორების დროა

რა იარაღი ხართ?

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო