ოზურგეთში კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 22055 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21909 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 50 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 13, ბინაზე კი 37 მკურნალობს.