„ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს და მომდევნო კვირებში ვირუსის დამატებითი შემთხვევებიც დაფიქსირდეს.
„ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ჩვენ ვხედავთ უფრო დიდი აფეთქების დასაწყისს, თუმცა ვითარება შეიძლება, შეიცვალოს და ვირუსის გრძელი ინკუბაციური პერიოდის გამო, მომდევნო კვირებში მეტი შემთხვევა იყოს. ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა გებრეისუსმა.































































