https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალბატონი, რომელმაც პროფესიული ხარისხის ნიშა შექმნა და “საკუთარი მხოლოდ ჯარი აკლია”

8:06; 7.06.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ “აისის” კომპლექსს 12 ჰა ფართობი ტერიტორია უჭირავს.   რაც ამ სივრცეში 1980 წლის შემდეგ გაკეთდა, ჯერ პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის გახსნით და საბოლოოდ, 2012 წელს, მის ბაზაზე დაფუძნებული კოლეჯით,  რომელიც დღეს უკვე   ლიდერი სასწავლებლის პოზიციაზეა, თითქოს დაუჯერებელი ამბავია, თუმცა სახეზეა უჩვეულო, ზღაპრული  სინამდვილე, რომლის შემოქმედი ქალბატონი ნათელა პაპუაშვილია.

მისი გამჭრიახობით გავლილი გზის შემდეგ, აქ პროფესიული  განათლების ხარისხი უკვე ევროპულ სტანდარტს ექვემდებარება და წალკოტად ქცეულ გარემოში, ადამიანები,  როგორც “ელისი საოცრებათა სამყაროში”,  ისე განიცდიან, რეალობისა და ზღაპრულობის ხილულ ჰარმონიას. 

ქალბატონი ნათელა პაპუაშვილი  ჯერ კიდევ 1980 წელს ჩაუდგა სათავეში პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელს და იქედან დღემდე, საკუთარი პერსონა   უკონკურენტო ლიდერის პოზიციაზე აიყვანა .

12 ჰექტარ ფართობზე სპეციალურ კომპლექსში განთავსებულ კოლეჯს, ოთხი ძირითადი ნაგებობა აქვს, რომელთაგან ღვინის სახლი წარმოადგენს როგორც სიმბოლურ, ისე რეალურ სახეს. აქვეა სასწავლო, საყოფაცხოვრებო და საერთო საცხოვრებლის კორპუსები. ქალბატონი ნათელა გვიამბობს, რომ  თავგანწირული შრომა, უძილო ღამეები დასჭირდა იმისთვის, რომ  პროფესიული კოლეჯი “აისი” ექცია ისეთ კერად, სადაც   ქვეყნის შენების უპირობო აუცილებლობა _ პროფესიული ხარისხის ნიშანი იქნებოდა უმაღლეს ნიშნულზე,  და ეს შეძლო!

   ამ წლის მარტიდან უკვე აღარ არის  კოლეჯის დირექტორი, თუმცა იქვე ცხოვრობს და მუშაობს, კოლეჯის მაჯისცემით სუნთქავს. ახლახან ის კახეთის რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელად აირჩიეს და ჩვენი საუბარი მასთან გაცილებით თავისუფალი და სასიამოვნოც კია, რადგან გვერდიდან უფრო კარგად ხედავს, რას აკეთებდა  აქ 40 წლის მანძილზე.

 მოკრძალებით მოსაუბრე და მშვიდი იერის მქონე,  როცა ამბობს, ხმის აწევა არ უყვარდა და მხოლოდ მომთხოვნი, თუმცა, მეგობრული, თანმიმდევრული სვლით ახერხებდა ლამის თავბრუდამხვევ წარმატებამდე სვლას, სასწრაფოდ ვეკითხები,  როგორ მიაღწია ამ ყველაფერს “უხმაურო ხმით” და ჩუმი სვლით _  ასეთი განცდა ჩნდება დღეს, როცა კოლეჯის კორპუსებს თუ მთელ ტერიტორიას მოივლი _ თანამშრომლები თითქოს ფეხაკრეფით დადიან,  თითქოს,  აქ ერთი დედამიწისხელა სკა გუგუნებს და მის რიტმს აყოლილი ბრუნავს, რომ  სამყაროს საკუთარი  ძალისხმევითაც ბიძგი მისცეს…

ოდნავ მკვეთრია ქალბატონის  ტონი, როცა ამბობს: “ზნეობაში შეცდომას არასოდეს არავის ვაპატიებდი, ეს სასწავლო დაწესებულებაში არავის ეპატიება! თორემ ადამიანს შეცდომა მოუვა, მთავარია, ამის გამოსწორების სურვილი ჰქონდესო”.

რაც შეეხება საქართველოში მოარულ ლეგენდებს იმის შესახებ, რომ აქ მოღვაწეობს ქალბატონი, რომელმაც შექმნა პატარა სახელმწიფო და  მხოლოდ ჯარი აკლია, ამაზეც ეღიმება და ამბობს, რომ ჩვეულებრივ საქმედ მიაჩნდა, რასაც აკეთებდა.  მხოლოდ სიყვარული შეგაძლებინებს უდიდესი საქმის კეთებას, ვიდრე ბევრი ფული, თუმცა, გარკვეული რაოდენობით,  ესეც საჭიროაო, _ ამბობს.

_ განა აქ არ იყვნენ მიწის საკუთრებაში მოქცევის მსურველები. შეიძლებოდა გაყიდვაც, დაშლაც, მაგრამ, როდესაც მოთხოვნა სამართლიანია, ადამიანები, ბოლოს და ბოლოს,  იგებენ ამას, რაც უნდა თავდაჯერებულნი იყვნენ და ჩუმდებიან, თავს განებებენ! გარდა ამისა, მე მქონდა ჩემი მიდგომის პრინციპი _ ორშაბათს დილის თათბირი, კვირის ბოლოს კი ანგარიშის მოსმენა!  ამ კოლეჯში ეს ტრადიცია არ შეცვლილა. ათწუთიანი თათბირი საკმარისია იმ დავალებების მისაღებად, რაც კვირის ბოლომდე უნდა გაკეთდეს!  შესაქებს ვაქებთ, სასაყვედუროს ვსაყვედურობთ. მაქვს პრინციპი _ ყველა ასაკში სჭირდება ადამიანს შექება, ოღონდ ზედმეტი არა!   _ ამბობს ის.

საინტერესო და შთამბეჭდავია მისი ლირიული გადახვევაც _ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს კალამთან მიმართებაში _ უახლეს კომპიუტერულ  პროგრამებს დავეუფლეთ,  თუმცა,  ყველა დავალება და საქმე კალმით კეთდება! როცა წერ, კალამთან ურთიერთობისას აზროვნება სხვანაირად იხსნება, კომპიუტერით მუშაობისას კი, თითქოს, ვიღაც მესამე კიდევ წერს თუ გიყურებს. ამიტომ ჯერ კალამთან ვამეგობრებ  ყველა იდეას და მერე  ვაფიქსირებ ეკრანზე. ეს არის სულ, ამ პრინციპით მოვედი დღემდე!

ოფიციალური ხაზი ნათელა პაპუაშვილის თანამდებობრივი და შრომითი საქმიანობის სვლისა ასეთია _ 1980 წელს სათავეში ჩაუდგა კაჭრეთის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელს, 1990 წელს უმაღლესი ტიპის პროფესიულ სასწავლებლად აქცია. 1991 წელს სასწავლებლის ბაზაზე პურპროდუქტების წარმოებისთვის სპეციალისტთა მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური ცენტრი შეიქმნა, 1997 წლიდან ეწოდა კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმი…  აქ საყურადღებოა უმნიშვნელოვანესი ფაქტი _ ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ე.წ. ბნელი ხანაა, ნგრევის პროცესია, ამ დროს კი ქალბატონი ნათელა არაფერს ეპუება და საგანმანათლებლო კერაზე შუქს აძლიერებს.  2007 წელს,  პროფესიული განათლების რეაბილიტაციის პრეზიდენტის პროგრამის შემუშავებისთანავე, კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმის ბაზაზე პროფესიული სწავლების ცენტრი გახსნა. 2011 წელს ამ ცენტრის ბაზაზე პროფესიული კოლეჯი,  ხოლო 2012 წლის 6 თებერვალს  საზოგადოებრივი კოლეჯი “აისი” დაფუძნდა.  ასეთი გიგანტური ნაბიჯებით მან  კოლეჯი აქცია თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად.

ვერანაირი საგაზეთო წერილი ვერ დაიტევს, წიგნად ქცევის გარდა, იმ ამბავს,  რაც კოლეჯის საკუთრებაში არსებული  საქონლის ფერმის, უამრავი სკის თუ ვაზის ფართობების სამყაროში ხდება. კოლეჯში  დღეისთვის 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, თითოეული უმაღლეს დონეზე ეუფლება სასოფლო-სამეურნეო პროფესიას.  მათი ნაწილი სარგებლობს შესანიშნავად მოწყობილი პროფესიული კოლეჯის  საერთო საცხოვრებლით. წინა პლანზეა წამოწეული მევენახეობა-მეღვინეობის ბაზა. 4 ჰექტარ ფართობზე ვაზი დონორის დახმარებითაა გაშენებული და ფართობის თავში წარწერაც ამშვენებს_ გაშენებულია ამერიკის საელჩოს დახმარებით!

 კოლეჯის სტუდენტები თავად წურავენ თაფლს, აწარმოებენ ღვინოს, ამზადებენ კონსერვებს, მუშაობენ მინანქარზე, თექაზე, რის დასტურიცაა მათივე გამოფენები. ულამაზესი ღვინის ტრადიციული მარანი და ღვინის ევროპული მარანი საოცრებათა სამყაროს  გამოკვეთილი ნიშაა. ქალბატონი ნათელა ამბობს, რომ ამ ყველაფრის მაღალ დონეზე გაკეთება საერთაშორისო პროგრამების წყალობით და თანამშრომელთა შეკრული გუნდის წყალობით შეძლო. მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითაც ბევრი რამ გააკეთეს.

_ იქით ვაძლევდი ტონს პროფესიულ განათლებას!  რის გაკეთებაც არ შეიძლება და ვერ შევძლებდით, არ ვქენით! რის გაკეთებისაც ლოგიკურად გვჯეროდა, გამოგვივიდა! საოცარი კოლექტივი მყავდა ყოველთვის. არ ვიცი, ეს თავისით ხდებოდა თუ ღვთის ნება იყო,  უდიდესი საქმე გაკეთდა! დღეს აქ 49 პროფესიას უმაღლეს დონეზე ეუფლებიან, ქვეყანა წინ მიდის, უსაზღვროდ მჯერა, რომ ეს ასეა! ისე, კი, რომ იცოდეთ, დირექტორობიდან ისე წავედი, 9 ათასი ლარი ბანკის ვალი მქონდა და ვიხდი. ეგ არაფერია.  ცოტა ჯანმრთელობამ მიმტყუნა და ახლა, როცა გვერდიდან ვუყურებ ამ სამყაროს, უკეთესი მკურნალი მაინც არაფერია,  სიცოცხლე მიასკეცდება! ახლა აქ დირექტორი   ჩვენთან გამოჭედილი კადრია, მალხაზ ასლამაზიშვილი.   აქვე სწავლობდა, შემდეგ კი 19 წელი დირექტორის მოადგილე იყო.  მეიმედება, რომ  ლიდერი კოლეჯის პოზიციას  განამტკიცებს,  რომ კიდევ უფრო სწრაფად განვვითარდეთ და წავიდეთ წინ! ეს არის ჩემი აზროვნების და ცხოვრების წესი! _ ამბობს საოცრებათა სამყაროს შემოქმედი ქალბატონი. 

ბოლო ხუთი წლის მანძილზე კოლეჯის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გაუმჯობესდა და განათლების სამინისტროს და დონორი ორგანიზაციების მიერ,  ამ საქმისთვის ორ მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო,  კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია და ამჟამად წარმართავს 49 ავტორიზებულ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამას. ამ გიგანტურ სვლას კი გზამკვლევად  ედგა და უდგას  ქალბატონი, რომელმაც  “სწავლა კეთებით” დევიზად აქცია და  მოახდინა სასწაული _ დღეს  დუალური სწავლების კოლეჯი ევროპულ სტანდარტსაც კი უსწრებს.

ნახევრად ხუმრობით _ სჭირდება თუ არა ჯარი?  პასუხიც აქვს _ ხომ გელაპარაკებათ აქაურობა, რომ ჩვენს პატრონს ვუყვარვარო?  ესაა ჩვენი ჯარისკაცობა!  უმთავრესი _ მიწის, ვაზის, ყვავილის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სიყვარულის იდეალში წარმოსადგენად ავმაღლდით იქამდე,  რომ აქვე ხელოვნების სასახლე  დავაარსეთ! ეს მოვიფიქრეთ!  “ქართული ქვევრის მუზეუმი” პირველებმა გავაკეთეთ!

 ქალბატონი ნათელა გვაჩვენებს მეშვიდე საუკუნის ქვევრს, რომელიც ილიას სახელობისაა. მუზეუმის წინ, ღია სივრცეში კი უზარმაზარ ქვევრებს ამშვენებს წარწერა: შოთა, აკაკი, ილია… თითქოს,  გოლიათი კლასიკოები საცაა ვაზის ქვეყნის სანახებიდან გადმოაბიჯებენ და იქვე, უთვალავი სკების გასწვრივ, ღვთიური მწერის გუგუნთან შერწყმით, იტყვიან აქ შობილი არაამქვეყნიური სილამაზის სადიდებელს.

“იცით, რა ადვილია საქმის კეთება, როცა საფუძველი სიყვარულია? არ გამოდის საქმე კარგად? ესე იგი, სიყვარული არ არის სათანადო დონის! ჩვენ შრომაში ხელოვნებამდე  სიყვარულის წყალობით ავმაღლდით  და ამ სიმაღლიდან ჩამოსვლას არ ვაპირებთ!” _ ასე  გვემშვიდობება ქალბატონი   უდიდესი კარმიდამოდან, ასტრებისა და კალენდულას ნერგებს გვჩუქნის,  თან ამბობს, ბოდბიდან წამოღებული თესლისგანაა, თქვენს ეზოზე ღვთიური მადლი  გადმოვაო! ჩვენი ეზოდან კი ნაირფერ ზამბახებს ვუგზავნით, რომელიც ძალიან უყვარს თურმე და სურს,  თავის წალკოტში უხვად ჰქონდეს!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026

რატომ ტოვებს თანამდებობას ლანჩხუთის პოლიციის უფროსი

თეა წულუკიანი: არსებობს კონსესუსი, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი

ყველა სიახლე

სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო