BBC -ის ინფორმაციით, ოქსფორდში ქართველების მიერ დაწერილი 111 წლის პეტიცია აღმოაჩინეს, რომელიც ავტონომიასა და უფლებებს ეხება.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგო პეტიციას ხელს 3000 ადამიანი აწერს.
მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული პეტიცია პირველი შემთხვევაა, როცა ქართველებმა უფლებების შესახებ ისაუბრეს.
როგორც ცნობილია, პეტიცია 1907 წელს ჰააგას საერთაშორისო კონფერენციაზე იყო წარდგენილი, თუმცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1918 წელს მოიპოვა.
პეტიციის ავტორი, ქართველი ნაციონალისტი ვარლამ ჩერქეზიშვილია, რომელიც 1870 წელს ციმბირის გადასახლებიდან გაიქცა და ლონდონს შეაფარა თავი, სადაც დაუმეგობრდა სერ ოლივერს და მარჯორი უორდროპებს.
პეტიცია 1970 წელს კატალოგში იყო შეტანილი, თუმცა მის მნიშვნელობას, ბოლო რამდენიმე კვირის წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა და პროფესორმა ბექა კობახიძემ და უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის ორიენტალური განყოფილების უფროსმა ჯილიან ევისონმა, მიაგნეს.
როგორც ცნობილია, ბიბლიოთეკა პეტიცია ონლაინადაც გამოაქვეყნებს.
როგორც კობახიძე აცხადებს, ის ამაყობს, რომ მიეცა საშუალება დავიწყებული სახელები 111 წლის შემდეგ გაესაჯაროებინა.
მან ასევე დასძინა, რომ ქართველები დაინტერესებულები იქნებიან ნახონ მათი ახლობლები თუ არიან ხელმომწერებს შორის.
ბიბლიოთეკარ რიჩარდ ოვენდენის თქმით, აღმოჩენა ბიბლიოთეკის როლის მნიშვნელობას მიუთითებს.