marneulinews-ის ინფორმაციით, მარნეულში, ქუჩაში მამაკაცი გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 65 წლის კაცი ქუჩაში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მარნეულში ბაზრის უკან ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი მარნეულის მკვიდრია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.


































































